ანჩელოტი:„ჩვენ სწორედ ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც „ალავესთან“ მეორე ტაიმში“

კარლო ანჩელოტიმ „ალავესთან“ გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„გუნდი მეორე ტაიმში ბევრად უფრო მომეწონა, ვიდრე პირველში. ჩვენ მივხვდით, რომ თამაშის სცენარის შეცვლა გვჭირდებოდა და ყველაფერი იდეალურად გავაკეთეთ.“

„მართალია პარიზში ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მადრიდში ქომაგებმა საოცარი მხარდაჭერა აღგვითქვეს, რადგან ზუსტად იცოდნენ, რომ ჩვენ ბევრად მეტის გაკეთება შეგვეძლო. ეს იყო საკმაოდ დინამიური დაპირისპირება, სადაც ქომაგების ოვაციებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.“

„ბოლო მატჩებში გოლების ნაკლებობა გვქონდა, ახლა კი საკმაოდ სოლიდური უპირატესობით მოვიგეთ. მნიშვნელოვანია, რომ მეტოქის კარის აღება წინახაზელებმა შეძლეს.“

„ჩვენ გაცილებით დიდი ანგარიშით მოგება შეგვეძლო. მახსენდება ბენზემას ძელი, მოდრიჩის შესანიშნავი დარტყმები და ასე შემდეგ.“

„დიახ, „რეალმა“ „პსჟ“-ს წინააღმდეგ სწორედ ისე უნდა ითამაშოს, როგორც „ალავესთან“ მეორე ტაიმში გააკეთა. ჩვენ ბევრად მეტი პოტენციალი გვაქვს.“

„მატჩის შემდეგ ფეხბურთლებს ვუთხარი, რომ „პსჟ“-სთან სწრაფი, კომბინაციური და რაც მთავარია აგრესიული ფეხბურთის თამაში გვმართებს.“ dle 10.1

  • Hala
  • 20 თებერვალი 2022
  • 2006
  • 2

1

20 თებერვალი 2022 11:04

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Aman mgoni gaubera gundi 1 taimshi ufro momewonao

2

20 თებერვალი 2022 11:43

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ეხ პაპა პაპა შენ გჩვევია ხოლმე მეორე ნახევრებში ჩასვრა რის გამოც არ მომწონხარ, ასე არ იყო პირველ ნახევარში გადაბუგა ყველაფერი მერე ჩაისვარა, როგორც ბარსას დაახურავდა პირველ ტაიმში ყველაფერს თავზე და მერე ბოლო 20 წუთსი გადაგვივლიდნენ, ამიტომაც არავის არ ვადარებ ზიდანს კაცი რა გუნდით გავიდა შარშან ლიგის ნახევარფინალში და ჩემპიონატის ბოლო ტურამდე შანსი ქონდა რა გუნდით უბრალოდ და ტიპები ლანძღავდნენ. გვარდიოლამ მილიარდები დახარჯა და იმდენ სეზონში ძლივს გასცდა ნახევარფინალს

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (58)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)