ანჩელოტი:„„რეალი“ სიტუაციას შეცვლის“

კარლო ანჩელოტიმ „ალავესთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...


„„ალავესი“ არის გუნდი, რომელსაც აქვს იდენტობა. ამ კოლექტივთან თამაში საკმაოდ რთული იქნება, მაგრამ ვიცით, რომ ლა ლიგაში გამარჯვება გვჭირდება. ჩვენ ცუდ განწყობაზე ვართ, ვინაიდან „პსჟ“-სთან ცუდად ვითამაშეთ, თუმცა ახლა წარსულზე ფიქრის დრო არ არის.“

„ორსატოს ვესაუბრე და მან მითხრა, რომ მენდიმ და კაზემირო ყვითელი ბარათები დაიმსახურეს. ჩემი აზრით, გადაწყვეტილება ნათელი არ იყო, თუმცა ვერაფერს შევცვლით. განმეორებით პაექრობაში დიდი დანაკლისი გვექნება.“

„სასიხარულოა, რომ ბენზემა დაბრუნდა. ფრანგი „ალავესთან“ ძალიან დაგვეხმარება. ბოლო მატჩებში გოლების გატანის მხრივ ძალიან გვიჭირს.“

„მბაპეს „რეალში“ ტრანსფერი? ამაზე საუბარს არც თქვენთან ვაპირებ და არც კილიანთან. ფრანგს კიდევ შევხვდები, თუმცა მხოლოდ მარტში. მბაპესთან ამაზე საუბარს რა თქმა უნდა, არ ვაპირებ.“

„მომავალ წელს ტრანსფერები იქნება, მაგრამ კონკრეტულ გვარებს ახლა ვერ ჩამოგითვლით. „რეალის“ მიზანი გაძლიერება და მწვერვალების დაპყრობაა.“

„იანვარი ძალიან ინტენსიური თვე იყო, მაგრამ ახლა ვითარება შეცვლილია და უკეთესი თამაში გვმართებს. ვინისიუსმა ბოლო მატჩებში ვერ გაიტანა, რაც ზოგადად გუნდის დინამიკის დარღვევიდან გამომდინარეობს. ბრაზილიელი აუცილებლად მოუმატებს, მას არანაირი პრობლემა არ აქვს.“

„როტაციები გარდაუვალია, ვინაიდან გუნდს წინ მნიშვნელოვანი დაპირისპირებები აქვს. ბეილი და აზარი საქმეში ხშირად ჩაერთვებიან და ეს ლოგიკური იქნება.“

„ვფიქრობ, ბერნაბეუზე განსხვავებულ დაპირისპირებას ვითამაშებთ. საფრანგეთში ცუდი მატჩი გვქონდა, თუმცა ანგარიში საგანგაშო არ არის, ჩვენ ვითარებას შევცვლით.“

„წნეხი საკმაოდ დიდია, მაგრამ პროფესიონალებმა იციან როგორ გადაიტანონ ყურადღება მნიშვნელოვან დეტალებზე და არა კრიტიკაზე.“

„მბაპეზე საუბარი აღარ მსურს, ის სხვა გუნდს ეკუთვნის. ყველაფერს გავაკეთებ ფრანგის შესაჩერებლად, ის დიდებული წინახაზელია და საოცარ ხიფათს ქმნის.“

„ჩემპიონთა ლიგაზე „ბლანკოსი“ ყოველთვის უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებს, რადგან ეს კონკურენტუნარიანი გუნდია.“ dle 10.1

  • Hala
  • 18 თებერვალი 2022
  • 1706
  • 2

1

18 თებერვალი 2022 16:54

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2040
მბაპეს გამადრიდელებაში ეჭვი არ მეპარება რა.

ტრანსფერებს რაც შეეხება. მარჯვენა მცველია დასამატებელი და ფორვარდი აუცილებლად

2

19 თებერვალი 2022 16:22

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1954
ეჰ....კარლიტო...კარლიტო....ძალიან ცუდი სუნი მცემს შენს მომავალთან დაკავშირებით,თუ რაიმე ჯულდო არ მოიგე წელს.🤣🤣🤣🤣

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)