მარკინიოსი:„ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი და „რეალის“ ავტორიტეტი არ გვაშინებს“

მარკინიოსმა „რეალთან“ მატჩის წინ პოჩეტინოსთან ერთად პრესკონფერენცია გამართა...


„ეს არის დიდი მატჩი ისტორიული კლუბის წინააღმდეგ, რომელიც ევროსარბიელზე ყველაზე დიდი წარმატებით თამაშობს. ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, როდესაც ასეთ თამაშებში მონაწილეობაზე ვოცნებობდი, ახლა კი აქ ვარ და მჯერა, რომ მიზანი მიღწევადია. საშინაო არენაზე ვთამაშობთ და აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. გოლების გატანა და ტემპის შენარჩუნება გვმართებს, ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი, რომელსაც უნდა მოვაღწიოთ. აქ ყოფნა და თამაში დიდი სიამოვნებაა.“

„ნებისმიერ სიტუაციაში მოქცევა უნდა ვიცოდეთ, უნდა განვსაზღვროთ მთელი სეზონი გეგმა და მაქსიმალური შედეგებისთვის ვიბრძოლოთ. ზეწოლა ბუნებრივია მაშინ, როდესაც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში თამაშობ. ქომაგები დიდ ენერგიას მოგვცემენ, ჩვენ ვალდებულები ვართ, მათთვის ვითამაშოთ და მატჩის მიწურულს საუკეთესო შედეგი დავაფიქსიროთ.“

„სეზონის სტარტიდან დღემდე ვიბრძვით და ბევრს ვმუშაობთ იმისათვის, რომ ყველა ასპეტქში პროგრესი ვაჩვენოთ. ბევრი ფრენა, მოგზაურაობა და ახალი გამოწვევების მიღება გვიწევს, თუმცა ეს ბუნებრივი პროცესია. ახალწვეულები გუნდში მთლიანად ინტეგრირებულები არიან, ამის პრობლემა აღარ არსებობს. გვაქვს მიზანი, რომელსაც „რეალთან“ უნდა მივაღწიოთ და არ გვაშინებს ავტორიტეტი, რომლითაც სამეფო კლუბი სარგებლობს.“

„არ ვიცი ითამაშებს თუ არა ნეიმარი. ბრაზილიელის მოედანზე გასვლა მწვრთნელის გადასაწყვეტია. დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ნეიმარი ყოველთვის ბოლომდე იხარჯება და თუ ხვალ ითამაშებს, კვლავ 100%-ით გაიღებს ყველაფერს.“ dle 10.1

  • Hala
  • 14 თებერვალი 2022
  • 810
  • 1

1

15 თებერვალი 2022 08:10

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1947
პოჩეტინოს თავი დევს ამ თამაშზე.თუ ვერ გასცდება პარიზული კლუბი ჩემპიონთა ლიგის მეფეთა გუნდს,მაურისიოს თავი გაგორდება პარიზში.🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣💪💪💪💪💪💪

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)