ბენზემა:„მოედანზე გასვლა და თამაში მსურს“

კარიმ ბენზემამ „პსჟ“-სთან დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა და ძალიან საინტერესო საკითხები მიმოიხილა...


„ახლა ვივარჯიშებ და ჩემი მდგომარეობის შესახებ კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას გავიგებთ. მსურს, მოედანზე გავიდე და გუნდის დახმარება შევძლო. „პსჟ“-სთან დაპირისპირება დიდ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა ჩვენ მზად ვართ, საბრძოლველად.“

„დილას, შუა დღეს და ღამით განსაკუთრებულ რეჟიმში ვვარჯიშობდი, რათა ფორმაში ჩავმდგარიყავი, ჩემთვის „პსჟ“-სთან მატჩს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.“

„მბაპესთან დაკავშირებით ჭორებზე ახლა ვერ ვისაურებ, მაგრამ როგორც ადრე ვთქვი, ახლაც გავიმეორებ, რომ ადრე თუ გვიან მას „ბლანკოსის“ მაისურის მორგების შესაძლებლობა ექნება. კილიანს უკვე ვესაუბრე და ვუთხარი, რომ „რეალის“ ყველა ფეხბურთელი მის მიმართ დიდ სიფრთხილეს იჩენს.“

„სამშობლოში თამაში ემოციური იქნება. საფრანგეთში ვარ და ხვალ არენაზე უამრავ ფრანგს ვიხილავ. მჯერა, რომ კარგად მიმიღებენ.“

„„რეალმა“ მოგება ჩემს გარეშეც იცის, თუმცა რა თქმა უნდა, ჩემი მოედანზე ყოფნაც მნიშვნელოვანი იქნება, რადგან საკმაოდ დიდ გამოცდილებას ვფლობ და ვიცი, რომ საჭირო ვარ.“

„მესი ჩემთვის არაჩვეულებრივი ფეხბურთელია, ის ყოველთვის გამორჩეული გახლდათ. ჩვენ ერთმანეთის წინააღმდეგ არაერთი დაპირისპირება გაგვიმართავს. შესაძლოა ლეო „პსჟ“-ში იმდენს ვერ იტანს, რამდენად კატალონიაში, მაგრამ ის გუნდში დიდ საქმეს აკეთებს.“

„ნეიმარი? რა ვიცი, არის თუ არა ბრაზილიელი ფეხბურთელი 100%-ით მზად. ის ძალიან ჰგავს მესი და ექსტრა კლასის მოთამაშეა.“

„ამ დუელში ფავორიტი არ არსებობს. ასეთ დაპირისპირებებში მხოლოდ მცირე დეტალებია მნიშვნელოვანი, რომელსაც ჩვენ ყურადღებას მივაქცევთ.“

„ხვალ გამოჩნდება რეალურად რისი გაკეთება შეგვიძლია. ჩვენ გვყავს გამოცდილი ფეხბურთელები, რომლებმაც იციან მძიმე მატჩების ჩატარება.“

„კილიანს საუკეთესო გამოსვლას ვუსურვებ. მჯერა, რომ ფრანგს ძალიან დიდი მომავალი აქვს და შთამბეჭდავი ფეხბურთელია.“

„ახალი წესები სტუმრად გატანილ გოლებთან დაკავშირებით? ეს არაფერს ცვლის, ჩვენი მიდგომები იგივეა.“

„„ვილიარეალთან“ გუნდმა უამრავი მომენტი შექმნა, მაგრამ ბურთმა მეტოქის კარის ხაზი არ გადაკვეთა. ზოგჯერ რთულია ისეთი კოლექტივების წინააღმდეგ გამოსვლა, რომლებიც დაცვაში დგანან.“

„მადრიდში ბედნიერი ვარ და მომავალს „რეალში“ ვხედავ. არ ვიცი, კარიერას საფრანგეთში დავასრულებ, ესპანეთში თუ სხვაგან.“ dle 10.1

  • Hala
  • 14 თებერვალი 2022
  • 3851
  • 3

1

14 თებერვალი 2022 22:58

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
karim sheagde xval raaa

2

14 თებერვალი 2022 23:02

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9051
შორეული დარტყმებით უნდა დავტვირთოთ ნავასი ყლაპავს უეჭველად

3

15 თებერვალი 2022 08:23

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1977
ბენზო თუ დღეს პარიზელებს ასიამოვნებ გოლით,გპირდები რომ მძორს და სქელდუმას აღარ დაგიძახებ.🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣💪💪💪💪💪💪

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (136)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)