ბუტრაგენიო:„„რეალმა“ მეორე ტაიმში მოგება დაიმსახურა“

ემილიო ბუტრაგენიომ „ვილიარეალთან“ დაპირისპირების შემდეგ „რეალის“ თამაში შეაფასა...


„ჩვენ მეორე ტაიმში მკაფიო შანსები გვქონდა. ვიცოდით, რომ გამარჯვება გვჭირდებოდა და გავაქტიურდით. ვფიქრობ, არაერთი მომენტი შეიქმნა, რომლის გოლით დაგვირგვინება სავსებით შესაძლებელი იყო. სამწუხაროდ, მატჩი ფრედ დასრულდა.“

„უნაი ემერის გუნდი საშინაო არენაზე ბრწყინვალედ ასპარეზობს, განგასაკუთრებით ამის თქმა დაცვაზე შეიძლება. მეტოქე გუნდის ფეხბურთელები შეტევების გამრავალფეროვნების საშუალებას არ გვაძლევდნენ.“

„ბეილმა დიდხნიანი პაუზის შემდეგ ითამაშა და საკმაოდ ეფექტურადაც გამოვიდა. ჩემი აზრით, უელსელს გოლის გატანა შეეძლო, ის კიდევ მოუმატებს.“

„მსაჯის გადაწყვეტილებები გარკვეულ მომენტებში საკამათო იყო, მაგრამ არსებობს VAR სისტემა, რომელიც ყველაფერს კარგად ხედავს.“

„ლა ლიგაში უპირატესობა გვაქვს, მაგრამ ამის გამყარებისთვის სტაბილურობა გვჭირდება. წინ კიდევ დიდი გზაა გასავლელი, აქედან გამომდინარე, მომატება გვმართებს.“

„„პსჟ“-სთან ურთულეს დაპირისპირებას ველი. დიდი იმედი მაქვს, ბენზემა მწყობრში ჩადგომას მოახერხებს, მისი როლი ძალიან დიდია.“ dle 10.1

  • Hala
  • 12 თებერვალი 2022
  • 521
  • 1

1

13 თებერვალი 2022 13:19

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1179
ბუტრაგენიო:„„რეალმა“ მეორე ტაიმში მოგება დაიმსახურა“
და პირველში რო წაგება დაიმსახურა, ეგ არაფერი?

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (131)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)