ანჩელოტი:„გამარჯვებას ვიმსახურებდით, ჩვენ მეორე ტაიმში კარგად ვითამაშეთ“

კარლო ანჩელოტიმ „ვილიარეალთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„გარეთ ბეილის თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. უელსელმა ფეხბურთელმა დიდხნიანი პაუზის შემდეგ მოედანზე გასვლის შანსი მიიღო და საკმაოდ ეფექტურად ითამაშა. მას გოლის გატანა რამდენჯერმე შეეძლო. ახალ პოზიციაზე ბეილმა ნამდვილად გაამართლა, ის მეორე ტაიმში განსაკუთრებულად აქტიურობდა.“

„პირველ ტაიმში აგრესიული თამაში და პრესინგი გვაკლდა, მეორე ნახევარში კი ყველაფერი შევცვალეთ და სრული დომინანტები გავხდით. ჩემი აზრით, ბეილს მინიმუმ 1 გოლის გატანა ეკუთვნოდა. ასევე დასანანია მომენტი, რომელიც მატჩის მიწურულს ვიხილეთ.“

„დიახ, ბოლო მატჩებში გოლების გატანა გვიჭირს, მაგრამ გაიხსენეთ „სერამიკაზე“ განვითარებული ეპიზოდები. მხოლოდ 2-ჯერ ძელი ვიხილეთ, ასევე მეტოქის კარის დარაჯის ბრწყინვალედ ასპარეზობა.“

„ვინისიუსი ძალიან აქტიური იყო, მის წინააღმდეგ საკმაოდ ბევრჯერ ჰქონდა ადგილი უხეშობას, რაც რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა. მჯერა, რომ ჟუნიორი კიდევ მოუმატებს და სეზონის დასკვნით ნაწილში გუნდისთვის მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.“ dle 10.1

  • Hala
  • 12 თებერვალი 2022
  • 735
  • 1

1

13 თებერვალი 2022 13:27

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1179
„ვინისიუსი ძალიან აქტიური იყო, მის წინააღმდეგ საკმაოდ ბევრჯერ ჰქონდა ადგილი უხეშობას, რაც რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა. მჯერა, რომ ჟუნიორი კიდევ მოუმატებს და სეზონის დასკვნით ნაწილში გუნდისთვის მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.“
რეალის მხრიდან უხეშ თამაშზე ლაპარაკი ცოტა უხერხული ხო არ არის? ვინმეს დაავიწყდება რამოსის თუ პეპეს, ხედირას თუ ალონსოს, მარსელოს თუ კარვახალის, კაზემიროს თუ ალბიოლის უხეშობა.
ეგება მოიგონოთ როგორ ასისხლიანებდნენ რეალის ნაქები მცველები მესის თუ ნეიმარს? მარტო თამაშზეც არ არის ლაპარაკი. პაუზების დროსაც კი სახეში გარტყმა თუ ფეხის წაქცეულზე დაბიჯება ნორმად რო იყო ქცეული.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (131)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)