ტურამი:„როცა გუნდში მესი, მბაპე და ნეიმარი გყავს „რეალი“ უნდა დაამარცხო“

ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა, ლილიან ტურამმა „პსჟ“-სა და მადრიდის „რეალის“ მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა. ზინედინ ზიდანის ახლო მეგობარი მბაპეს „ბლანკოსში“ ტრანსფერსაც შეეხო...


„ზოგადად, „პსჟ“-სა და „რეალს“ შორის ფავორიტის გამოვლენა მარტივი არ არის, მაგრამ თუ ამ დაპირისპირება ფავორიტი ჰყავს, ეს პოჩეტინოს გუნდია. როგორ შეიძლება შენთვის მესი, ნეიმარი და მბაპე უტევდნენ და გამარჯვება გაგიჭირდეს, ამ კოლექტივს მსოფლიოში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს. ამას ემატება ერთ-ერთი საუკეთესო კარის დარაჯი დონარუმას სახით, ერთ-ერთი საუკეთესო დაცვა და ნახევარდაცვა.“

„მბაპე ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, მაგრამ ის არამხოლოდ ფრანგი, არამედ მთელი მსოფლიოს ბავშვების მაგალითია. ლოტინმა არნახული პროგრესი აჩვენა და ვარსკვლავად ჩამოყალიბდა. მისი სახელი უკვე წლებია ყველამ იცის.“

„რამდენ ხანს აპირებს კილიან მბაპე „პსჟ“-ში თამაშს, ეს მხოლოდ მან იცის. ფრანგი დიდი ფეხბურთელია და დიდ გუნდებში თამაშის გამოცდილების მიღება სურს. მან საფრანგეთის დედაქალაქში საოცრებები უკვე შეძლო, ამიტომ არ მიკვირს, რომ „რეალს“ უკავშირებენ და ეს ტრანსფერი რეალურია. დღესდღეობით სამეფო კლუბი, „სიტისთან“ და „პსჟ“-სთან ერთად ლიდერის ფუნქციას ითავსებს.“

„ბენზემას პირველად მაშინ შევხვდი, როდესაც 19 წლის იყო და საფრანგეთის ნაკრების განაცხადში მოხვდა. ვარჯიშის დროს ვუყურებდი და ვხვდებოდი, რომ ამ ფეხბურთელის საფეხბურთო ინტელექტი განსაკუთრებული იყო. ასევე ძალიან მომეწონა მისი სიმშვიდე, მანევრი და საფეხბურთო ხედვები. მაშინდელ ნაკრებში ყველა თანხმდებოდა, რომ ბენზემა ჩვენი გუნდის მომავალი იყო. მრავალწლიანი პაუზის მიუხედავად, „რეალის“ ფორვარდი დეშამის გუნდს დაუბრუნდა და ეს ძალიან მახარებს.“

„თუ დღეს საფრანგეთის ქუჩებში გაისეირნებ, ძალიან ბევრ ქომაგს დაინახავ, რომელსაც კარიმის მაისური აცვია. რას ნიშნავს ეს? იმას, რომ გულშემატკივრები მას მოუთმენლად ელოდნენ და დღეს ბედნიერები არიან.“

„ზიდანი პარიზული გრანდის მთავარ მწვრთნელად? ამ კითხვას გავურბივარ, რადგან არ ვიცი. არ მსურს ისეთ თემებზე საუბარი, რომელიც ჩემი კომპეტენცია არ არის. დაველოდოთ სეზონის დასრულებას და ყველაფერს ერთად გავიგებთ.“

„კრიტიკა ჩემპიონების ცხოვრების ნაწილია. ზოგიერი გადიდებს, ზოგიერთს კი არაფრად მიაჩნიხარ. პროფესიონალები ამ ყველაფერს ითვალისწინებენ.“ dle 10.1

  • Hala
  • 12 თებერვალი 2022
  • 787
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (131)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)