მნიშვნელოვანი ფაქტები „პსჟ“-სა და „რეალის“ მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის დაპირისპირებამდე სულ რაღაც 3 დღეა დარჩენილი. ვნებათაღელვა იმატებს, როგორც პარიზში, ასევე მადრიდში...


- სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა 2017/18 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის სწორედ ამ ეტაპზე გაანადგურეს „პსჟ“ და საბოლოო ჯამში ტურნირის ზედიზედ მესამედ მოგება შეძლეს. აღსანისნავია, რომ ფრანგული კლუბი მატჩის სტარტზე ფავორიტის სტატუსით სარგებლობდა, თუმცა ამაოდ.


- 2019/20 წლების სეზონში ტომას ტუხელის მიერ გაწვრთნილმა პარიზმა მადრიდის „რეალთან“ 2 დაპირისპირება ითამაშა და შესაძლო 6-იდან, 4 ქულის აღება შეძლო. მაშინ პარიზელების აშკარა უპირატესობა გამოიხატა, სამეფო კლუბს კი სერიოზული პრობლემები ეწყებოდა.

- გუნდებს შორის ჩატარებული ბოლო 10 მატჩიდან „რეალმა“ 4 მოიგო, 3 წააგო და 3-იც ფრედ დასრულდა. ამ მხრივ მადრიდელებს მცირე უპირატესობა აქვთ.

- 2019 წლის 18 სექტემბერს პარიზის გამარჯვება, ერთადერთი წარმატებაა მადრიდის წინააღმდეგ ბოლო შვიდ თამაშში, მანამდე გუნდს 3 მარცხი და 3 ფრე ჰქონდა დაფიქსირებული.

- აღსანიშნავია 1992/93 წლების სეზონი, სადაც „პსჟ“-მ მადრიდში 3-1 წააგო და ყველამ ხაზი გადაუსვა, თუმცა განმეორებით დაპირისპირებაში „ბლანკოსს“ 4-1 მოუგო და სრული სენსაცია მოახდინა. ეს დაპირისპირება 1/4 ფინალში შედგა.
dle 10.1

  • Hala
  • 12 თებერვალი 2022
  • 801
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (131)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)