ანელკა:„„რეალი“ „პსჟ“-სთან ფავორიტია, მბაპეს ტრანსფერში კი დარწმუნებული ვარ“

ნიკოლა ანელკა „რეალისა“ და „პსჟ“-ს დაპირისპირებას გამოეხმაურა. ფრანგმა მოთამაშემ მბაპეს სამეფო კლუბში ტრანსფერზეც დააფიქსირა საკუთარი მოსაზრება...


„„რეალი“ „პსჟ“-სთან ფავორიტია. დიახ, ფავორიტია, რადგან ძალიან დიდ გამოცდილებას ფლობს და ჩემპიონთა ლიგაზე თამაში იცის. კაზემირომ, კროოსმა, მოდრიჩმა, ბენზემამ, კარვახალმა და სხვა მოთამაშეებმა ამ ტურნირზე აბსოლუტურად ყველაფერი გაიგეს.“

„ასევე აღსანიშნავია კარლო ანჩელოტის ფაქტორი, რომელმაც გადამწყვეტი თამაშების წარმატებით ჩატარების დიდი გამოცდილება მიიღო. მე ვფიქრობ, რომ პოჩეტინოს საოცარი შემადგენლობის მიუხედავად, მოედანზე დომინანტი სამეფო კლუბი იქნება.“

„„რეალში“ საკმაოდ რთული პერიოდი მქონდა, მაგრამ ეს არის გუნდი, რომელიც ჩემს გულში ყოველთვის იქნება. ვერ გეტყვით, ვის ვქომაგობ, მიყვარს პარიზიც და მადრიდიც.“

„ყველაფერს ტაქტიკური განსაწავლულობა გადაწყვეტს, დეტალებს ძალიან დიდი მნიშვნელობა მიენიჭება, საერთო ჯამში კი ქომაგები საოცარ 90 წუთს იხილავენ.“

„რონალდუს მადრიდიდან წასვლის შემდეგ გუნდის უდავო ლიდერის ფუნქცია ბენზემამ იტვირთა. არ მიკვირს, რასაც კარიმი აკეთებს, რადგან ის საოცარი ფეხბურთელია.“

„ეჭვი არ მეპარება, რომ მბაპე „რეალის“ წინააღმდეგ ბოლომდე დაიხარჯება და სეზონის ბოლოს „პსჟ“-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებას შეეცდება, თუმცა ეს არ ცვლის მის სიმპატიებს „ბლანკოსის“ მიმართ. ის ზაფხულში მადრიდელი გახდება, თუ „პსჟ“-სთან მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შანსი იყო, ეს შეთანხმება უკვე შედგებოდა. ფაქტია, რომ ლოტინი პოჩეტინოს კოლექტივს რამდენიმე თვეში დაემშვიდობება.“

„მესიზე საკმაოდ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. არგენტინელი ფეხბურთელი მთელი ცხოვრება „ბარსელონაში“ თამაშობდა, ახლა კი ახალ გარემოსთან ადაპტაცია უჭირს და ეს სავსებით რეალურია. ჩემი აზრით, მას „კამპ ნოუს“ დატოვება არ სურდა, მაგრამ იძულებული გახდა ეს ნაბიჯი გადაედგა.“ dle 10.1

  • Hala
  • 10 თებერვალი 2022
  • 987
  • 1

1

10 თებერვალი 2022 13:15

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2059
ეს იყო უნიჭეირესი ფეხბურთელი და ანრიზე დიდი კარიერაც ექნებოდა ასეთი არასტაბილური ხასიათი და უაზრო ქცევები რომ არ ქონოდა რა

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (144)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)