სერხიო რამოსი: წარმატებული სვლის გაგრძელებაა საჭირო

სერხიო რამოსი: წარმატებული სვლის გაგრძელებაა საჭირო


ახალ სეზონს იმედებით ხვდება სერხიო რამოსი. სხვა თანაგუნდელების მსგავსად, მასაც ერთი სული აქვს, თუ როდის მიეცემა ჟოზე მაურინიოსთან მუშაობის საშუალება. “მარკასთან” ინტერვიუში, ფეხბურთელმა ესპანეთის ნაკრებზეც ისაუბრა.


“ძალიან მინდა ახალი სეზონი წარმატებული გამოვიდეს, როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური თვალსაზრისით. თუმცა ფაქტია, რომ ლა ლიგის მოგება წელს გაცილებით რთული იქნება, ისევე როგორც ჩემპიონთა ლიგისა და სამეფო თასის. უპირატესობას მაინც ჩემპიონთა ლიგას მივანიჭებდი. ამ ტიტულის მოგება ყველაზე მეტად მსურს და მგონი ფანების სურვილიც ესაა.”

“მაურინიო წარმატებისკენ უნდა გაგვიძღვეს. მას ძალიან ბევრი ტიტული აქვს მოგებული და იმედი მაქვს, რომ წარმატებულ სამწვრთნელო მოღვაწეობას “სამეფო კლუბშიც” გააგრძელებს. მწვრთნელის დარად, მეიმედება ახალწვეულებისიც, რომლებმაც გუნდის თამაში უნდა გააძლიერონ. მაურინიოს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს, რაც წარმატებაში დიდად დაგვეხმარება. როგორც ჩემმა იმ თანაგუნდელებმა მითხრეს, რომელთაც ჟოზესთან ერთად უმუშავიათ, პორტუგალიელი საკმაოდ ძლიერი ხასიათის პიროვნებაა, ამავე დროს ძალიან მკაცრიც.”

“ძალიან ვამაყობ, რომ ვარ მსოფლიოს საუკეთესო ნაკრების წვერი. სეზონის მსოფლიოს ჩემპიონის რანგში დასრულება ერთი სიამოვნებაა. მუნდიალის ერთ-ერთ ფავორიტად სამართლიანად ვითვლებოდით. ამან თავდაჯერებულობა და მოტივაცია შეგვმატა, რაც მოგებული ტიტულით დაგვირგვინდა. მიუხედავად ამისა, მიღწეულით არ უნდა დავკმაყოფილდეთ. წარმატებული სვლის გაგრძელებაა საჭირო.”

“ახლა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით უნდა ვტკბებოდეთ, რადგან მუნდიალის მოგებამდე ძალიან რთული გზა გავიარეთ. იმედი მაქვს, რომ, გარკვეული დროის შემდეგ, ესპანეთის ნაკრებზეც იტყვიან, რომ ამ გუნდმა, საფეხბურთო თვალსაზრისით, ისტორიული ეპოქა შექმნა.”

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com dle 10.1

  • niko
  • 19 ივლისი 2010
  • 1573
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)