„რეალმა“ კვირის პირველი ვარჯიში დაასრულა

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა კვირის პირველი ვარჯიში წარმატებით დაასრულეს. კარლო ანჩელოტიმ სამშაბათის შეკრება დღის მეორე ნახევარში ჩანიშნა იმის გამო, რომ მოთამაშეებს დასვენებისა და ძალების აღდგენის საშუალება ჰქონოდათ.


თავდაპირველი გახურების შემდეგ „ბლანკოსის“ ფეხბურთელებმა ბურთთან ერთად ვარჯიში დაიწყეს და სხვადასხვა დავალება შეასრულეს. მთავარმა მწვრთნელმა დიდი ყურადღება დაუთმო პრესინგის, ტაქტიკურ მონახაზებს, მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშსა და კარში დარტყმების კომპონენტს.

ფერლან მენდიმ ინდივიდუალური მზადების შემდეგ კოლექტივთანაც ერთად ივარჯიშა და იტალიელი სპეციალისტის ყველა დავალება შეასრულა, ის სასურველ კონდიციას უბრუნდება, ასევე ივარჯიშა კაზემირომ, რომელმაც ლა ლიგის გასული ტური გასტრო ენტერიტის გამო გამოტოვა. ანალოგიური დიაგნოზი ჰქონდა ლუკას ვასკესსაც, თუმცა ესპანელმა მწყობრში ჩადგომა ჯერ-ჯერობით ვერ მოასწრო და დღევანდელ სესიაზე ყველა დავალება ვერ შეასრულა.

კვლავ აღდგენით პროცესში არიან მარიანო დიასი და კარიმ ბენზემა, ამ უკანასკნელს ხვალ ან ზეგ სრულფასოვან დატვირთვას უწინასწარმეტყველებენ.

სატრენაჟორო დარბაზში ირჯებოდნენ დანიელ კარვახალი და ედენ აზარიც, რომელიც მთელი სესიის მანძილზე ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე ზრუნავდნენ.

როდრიგო გოეშმა დღეს დაისვენა, რაც მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებაა.

მომდევნო სესიას „მერენგები“ ხვალ გამართავენ, „ვილიარეალთან“ დაპირისპირებამდე კი კარლოს კიდევ 3 შეკრების ჩატარება მოუწევს. dle 10.1

  • Hala
  • 8 თებერვალი 2022
  • 641
  • 1

1

8 თებერვალი 2022 20:33

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1821
პსჟ-რეალის თამაშზე ვისაც აქვს სურვილი შევხვდეთ მადრიდისტებო და მყუდრო გარემოში მივადევნოთ თვალი ჩვენ საყვარელ გუნდს
-----------------------
Decimotercero

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (220)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)