სადიო მანეს ლა ლიგაში გადასვლა სურს

სადიო მანე აფრიკის თასის მოქმედი გამარჯვებულია. „ლივერპულის“ ვარსკვლავმა სენეგალის ნაკრების წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა და მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაუმტკიცა, რომ უმაღლესის კლასის წინახაზელია.


ესპანური გამოცემების ცნობით, სადიოს სეზონის ბოლოს პრემიერლიგის დატოვება და ესპანეთის ლა ლიგაში გადასვლა სურს, რადგან თვლის, რომ მერსისაიდულ კლუბში შესაძლებლობები ამოწურა. მან მოიგო ისტორიული პრემიერლიგა, ჩემპიონთა ლიგა და „ენფილდის“ ქომაგების დიდი სიყვარული დაიმსახურა.

მანეს „ლივერპულთან“ ხელშეკრულება 2023 წლის 30 ივნისს ეწურება, თუმცა მომდევნო ზაფხულს მისი მომავალი უნდა გადაწყდეს. თუ სენეგალელს ინგლისში დარჩენა აღარ სურს და ახალ შეთავაზებას არ მიიღებს, იურგენ კლოპის ხელმძღვანელობას მისი გაყიდვა მოუწევს, ვინაიდან სხვა შემთხვევაში თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა.

ამ ეტაპზე სადიოს ფასი 80 მილიონი ევროა, თუმცა კონტრაქტის ვადის გადასვლასთან ერთად ეტაპობრივად შემცირდება. ესპანეთში მიაჩნიათ, რომ რეალური ინტერესის შემთხვევაში, ფლორენტინო პერესს მისი დამატება 65-70 მილიონ ევროდაც შეეძლება.

მანე ზინედინ ზიდანის ფავორიტიც გახლდათ. ფრანგი ლეგენდა სამეფო კლუბის სათავეში ყოფნის დროს მანეს ითხოვდა, მაგრამ მაშინ „ლივერპულის“ პოზიცია ძალიან მყარი გახლდათ და შეთანხმებას ვერ შედგა.

Goal-ის ინფორმაციით, აფრიკის მოქმედი ჩემპიონის აგენტი ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს და მადრიდის „რეალთან“ ნაყოფიერი თანამშრომლობა სურს. dle 10.1

  • Ramos
  • 8 თებერვალი 2022
  • 1736
  • 4

1

8 თებერვალი 2022 19:02

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2059
რამდენი წელი ვიძახდი, ამის ყიდვა იდეალური იქნებოდათქო. ნეიმარებს და ვიღაცა ჩობანებს გადაყვა პერესი. გაესროლა 100 მილიონი ამაში და თავის დროზე იყიდიდა რა. ეხლა 29 წლისაა მგონი უკვე

2

8 თებერვალი 2022 20:31

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1821
ციტატა: Batumski
რამდენი წელი ვიძახდი, ამის ყიდვა იდეალური იქნებოდათქო. ნეიმარებს და ვიღაცა ჩობანებს გადაყვა პერესი. გაესროლა 100 მილიონი ამაში და თავის დროზე იყიდიდა რა. ეხლა 29 წლისაა მგონი უკვე

1992 აპრილში 30 წლის გახდება და აზრი არააქვს.აქცენტი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე უნდა გაკეთდეს.
-----------------------
Decimotercero

3

8 თებერვალი 2022 20:33

  • ჯგუფი: ადმინი
  • |
  • სიახლეები: 32758
  • |
  • კომენტარები: 270
ციტატა: Sani_Real
ციტატა: Batumski
რამდენი წელი ვიძახდი, ამის ყიდვა იდეალური იქნებოდათქო. ნეიმარებს და ვიღაცა ჩობანებს გადაყვა პერესი. გაესროლა 100 მილიონი ამაში და თავის დროზე იყიდიდა რა. ეხლა 29 წლისაა მგონი უკვე

1992 აპრილში 30 წლის გახდება და აზრი არააქვს.აქცენტი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე უნდა გაკეთდეს.


ეხლა მართლა აზრი აღარ აქვს. რამდენი უნდა ითმააშოს, მაქსიმუმ 3-4 წელი. მბაპეზე ჯობია აცენტი. იქით ვინი და ასე შემდეგ.
-----------------------
HalaMadrid.Ge - ქართველი მადრიდისტებისთვის !!!

4

8 თებერვალი 2022 22:30

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 223
ჰალანდი თუ ვერ დაითრია კარგი ვარიანტია, მბაპე ცენტრში, ვინი მარცხნივ მანე მარჯვნივ, იდეალური იქნება, თან მანე მარჯვენა კრაია სალაჰის გამო თამაშობს მარცხნივო.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (223)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)