კაზემირო:„ვინისიუსის ასაკი ნუ გავიწყდებათ, ის კიდევ მოუმატებს“

ჟურნალ „პანენკსა“ კარლოს ენრიკე კაზემირომ ვრცელი და საინტერესო ინტერვიუ მისცა...


„ზოგჯერ ბურთის გარეშე თამაში და ტაქტიკური განსწავლულობა ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია. ჩვენ ვიცით, რომ ჩემი პოზიციის ფეხბურთელებს და მცველებს ხშირად უწევთ იხილავი სამუშაოს შესრულება, თუმცა საკმარისია ერთი შეცდომა და პრობლემები იწყება.“

„ფეხბურთი სხვადასხვა სტილის მოთამაშეებისგან შედგება. ყველა ერთნაირი ვერ იქნება და არც უნდა იყოს, რადგან გუნდი ამ შემთხვევაში წარმატებას ვერ მიაღწევს. მე ვიცი, როგორ ვიასპარეზო კროოსთან და ლუკა მოდრიჩთან ერთად. ისინი მაგიური ფეხბურთელები არიან, თუმცა ერთმანეთისგან განსხვავდებიან.“

„მარსელო შესანიშნავი ფეხბურთელია. აღნიშნულ პოზიციაზე ამხელა გამოცდილება მსოფლიოში არცერთ ფეხბურთელს არ აქვს, მან „რეალთან“ ერთად დიდი ეპოქა შექმნა და უამრავი ტიტულის მოგება შეძლო. პირადად მე, ვიეირასაც ხშირად ვაზღვევ, რადგან ის ფლანგის მცველია და შეტევაში ხშირად უწევს ჩართვა. ჩამშლელი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაში დიდ გონებრივ შესაძლებლობებს მოითხოვს.“

„ზუსტად ვიცი, კონკრეტულ მომენტში რა ტიპის გადაცემას გააკეთებს ტონი კროოსი და როგორც მოიქცევა ლუკა მოდრიჩი, ჩვენ ერთმანეთს უკვე კარგად ვიცნობთ და ზუსტად ვიცით, სიტუაციებიდან როგორ ვიპოვოთ გამოსავალი.“

„ჩვენ გვაქვს წარმოუდგენელი მეგობრობა, ძალიან მდიდარი და ლამაზი, რომელიც მრავალ წელს მოიცავს. მადრიდის „რეალში“ ერთად დიდი დრო გავატარეთ და წარმოუდგენელი ეპოქის შექმნაც შევძელით. ეს ყველაფერი მაღალ პროფესიონალიზმზე მიუთითებს.“

„ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ურთიერთობა ძალიან მსიამოვნებს. ჩვენ გვყავს ვინი, როდრიგო, კამავინგა, მილიტაო, ლუნინი, ფედე და სხვა ახალგაზრდები. მახსოვს ედერის დაბადების დღე, როდესაც ვუთხარი, რომ ამ წლებით უნდა დატკბეს.“

„მესი მსოფლიოს ყველა დროის სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის არის. არგენტინელი ბრწყინვალეა და დარწმუნებული ვარ, „პსჟ“-სთან დაპირისპირების დროს მის მიმართ დიდი ყურადღების გამოჩენა მოგვიწევს.“

„რონალდუმ და ლეომ ფეხბურთი გარდაქმნეს. ადრე ფორვარდებს 20, 25 ანაც 30 გოლი გაჰქონდათ და ბომბარდირები ხდებოდნენ, მათ კი სეზონში 50 გოლის გატანა დაიწყეს.“

„როდესაც „ბლანკოსს“ იჯარის წესით ვტოვებდი, „პორტოს“, „სევილიას“ და „ინტერის“ ვარიანტი მქონდა. მაშინ პორტუგალიური კლუბის თავკაცი ლოპეტეგი იყო, რომელიც მესაუბრა და დამარწმუნა, რომ მის გუნდში წავსულიყავი.“

„სესიები ყოველთვის ხუმრობების კვალდაკვალ მიმდინარეობს, მაქსიმალურად ვცდილობთ, კარგი განწყობა შევინარჩუნოთ.“

„ვინისიუსს ადაპტაციისთვის წლები დასჭირდა და ეს სავსებით ბუნებრივია. ბრაზილიაში აბსოლუტურად სხვა ცხოვრების სტილია, სპორტული თვალსაზრისით კი განსხვავებულ მიდგომებს აქვს ადგილი. სამხრეთ-ამერიკული და ევროპული ფეხბურთი მნიშვნელოვნად განსხვავდება, რაც პირველ რიგში ფიზიკურ კონდიციებს უკავშირდება. ვფიქრობ, ვინის ასაკი არ უნდა დაგვავიწყდეს და მას ზრდაში ეხლი შევუწყოთ. ახლა უკვე მაქსიმუმს ვითხოვთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეხედეთ მის ასაკს.“

„ჟუნიორს ექნება აღმასვლა და დაღმასვლა, თუმცა მიაღწევს ასაკს და აბსოლუტური ზომიერების გასაღებსაც იპოვის. ბრაზილიელი მოთამაშე არნახულ ნიჭსა და პერსპექტივას ფლობს.“

„ვითამაშები იქამდე, სანამ მოედანზე ყოფნა სიამოვნებას მომანიჭებს. ახლა კარიერის დასრულებაზე ნამდვილად არ ვფიქრობ, ვინაიდან შესაბამისი ასაკი არ მაქვს. მადრიდის „რეალში“ დიდი მოთხოვნებია. არ ვიცი დავასრულებ თუ არა კარიერას ესპანეთში. როგორც კი მივხვდები, რომ მოწოდების სიმაღლეზე არ ვდგავარ, „ბლანკოსის“ დატოვებაზე დავფიქრდები, რადგან აქ ყოველთვის უმაღლესი კლასი უნდა აჩვენო.“ dle 10.1

  • Hala
  • 8 თებერვალი 2022
  • 1868
  • 1

1

8 თებერვალი 2022 19:04

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2059
მაკელელეს შემდეგ რეალმა 10 წელი ვერ იპოვა სრულყოფილი შემცვლელი, კაზემირომ კი მაკელელეს აჯობდა დაჟე რა. სასწაული კაცია :*

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (223)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)