„რეალის“ ფავორიტი უესლი ფოფანაა

უესლი ფოფანა, რომელიც პრემიერლიგაში საოცრად ასპარეზობს მადრიდის „რეალის“ ფავორიტია. სამეფო კლუბში თვლიან, რომ ანტონიო რუდიგერის შეძენას ფოფანას დამატება სჯობს, რასაც არგუმენტებიც აქვს...


პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ უესლისა და რუდიგერს შორის სერიოზული ასაკობრივი სხვაობაა. ანტონიოზე მაქსიმუმ 5 წლიანი გათვლის გაკეთება შეიძლება, ფოფანაზე კი 3-ჯერ მეტის, რადგან ის მხოლოდ 21 წლის არის.

გარდა ამისა აღსანიშნავია ფეხბურთელის ხელფასი. რუდიგერი ასტრონომიულ თანხას ითხოვს, ფოფანა კი გაცილებით ნაკლებზე იქნება თანახმა, სამაგიეროდ მისი პერსპექტივა ყოველწლიურად მზარდი იქნება.

ამასთან ერთად, ფოფანა საწყის ეტაპზე მუდმივად სასტარტო შემადგენლობაში თამაშს არ მოითხოვს, ხოლო რუდიგერს ეს პრეტენზია აუცილებლად ექნება.

დღესდღეობით უესლის ფასი 35-40 მილიონი ევროა, რუდიგერის დამატება კი გუნდს უფასოდ შეუძლია, მაგრამ აქ აღსანიშნავია, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში ფლორენტინო პერესს „ჩელსის“ მცველისთვის გაცილებით მეტის გადახდა მოუწევს, ვიდრე ფოფანასთვის. dle 10.1

  • Hala
  • 7 თებერვალი 2022
  • 620
  • 2

1

7 თებერვალი 2022 15:53

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1821
ძალიანაც კაი.ადრეც ვთქვი ფოფანაზე.კაზემირო 2
-----------------------
Decimotercero

2

8 თებერვალი 2022 12:33

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 223
რუდიგერის და ფოფანას ხელფასის სხვაობა 35-40 მილიონია? რუდიგერი უკვე კლასია, ფოფანას კი სათამსშო პრაქტიკა უნდა რომ კიდე უფრო განვითარდეს, რასაც რეალში არავინ აცდის

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (218)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)