კურტუას მე-100 გამარჯვება, ისკოს 350-ე მატჩი

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 23-ე ტურის ფარგლებში „გრანადას“ წინააღმდეგ ჩატარებული მატჩი, საიუბილეო გამოდგა „რეალის“ ორი ფეხბურთელისათვის.


ტიბო კურტუამ „ბლანკოსის“ რიგებში მე-100 გამარჯვება (78 ლა ლიგაზე, 16 ჩ/ლიგაზე, 1 „კოპა დელ რეიზე,“ 2 საკლუბო მუნდიალზე და 3 ესპანეთის სუპერ თასზე) მოიპოვა. საერთო ჯამში, ბელგიელმა კარის დარაჯმა სამეფო კლუბის ღირსება 161-ჯერ დაიცვა, რა პერიოდის განმავლობაშიც, თითო-თითოჯერ მსოფლიო საკლუბო მუნდიალისა და ლა ლიგის გამარჯვებული გახდა, ხოლო 2-ჯერ ესპანეთის სუპერ თასის. აღსანიშნავია, რომ 2019/20 წ.წ. სეზონში, პირველმა ნომერმა „ზამორას“ ტიტულიც დაიბევა.

კურტუა მე-4 სეზონს ატარებს მადრიდულ გრანდში. მისი დებიუტი 2018 წლის 1-ელ სექტემბერს შედგა.

რაც შეეხება ისკო ალარკონს, განვლილი დაპირისპირება მისთვის 350-ე გამოდგა დედაქალაქური გრანდის შემადგენლობაში. თამაშის დაწყებამდე, სადაც 65 წუთის განმავლობაში ირჯებოდა, ნახევარმცველმა ფლორენტინო პერესისგან სიმბოლური მაისურიც მიიღო. მალაგელის ციფრები შემდეგნაირად გამოიყურება: 243 პაექრობა პრიმერაში, 62 ჩ/ლიგაზე, 31 „კოპა დელ რეიზე,“ 6 საკლუბო მუნდიალზე, 4 ევროპის სუპერ თასზე და 4 ესპანეთის სუპერ თასზე.

ისკო „თეთრი“ მაისურით 17-ჯერ დაეუფლა სხვადასხვა ტურნირს. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (213)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)