ანჩელოტი:„მარცხი მწვრთნელს ეკუთვნის, გამარჯვება კი გუნდს“

კარლო ანჩელოტიმ „გრანადასთან“ დაპირისპირების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„ბევრი ვიწვალეთ, თუმცა დამსახურებულ გამარჯვებას მივაღწიეთ. „რეალი“ მოედანზე მოსაგებად გავიდა. ვიცოდით, რომ „გრანადა“ დაცვაში მაქსიმალურად დაიხარჯებოდა, თუმცა ამდენი მომენტიდან მინიმუმ ერთი უნდა დასრულებულიყო გოლით.“

„ასენსიოს ყოველთვის ვეუბნები, რომ გამბედავი იყოს და კარში დარტყმა ხშირად განახორციელოს, ის შესანიშნავი თვისებით არის დაჯილდოვებული. მიხარია, რომ მარკოს გოლმა 3 ქულა მოგვიტანა და ლა ლიგაში 6 ქულიანი უპირატესობით წავიწიეთ წინ. მოთამაშეს მოედანზე საკმაოდ ბევრი ფუნქცია აქვს. მიხარია, რომ ვილემსენი ტრავმის შემდეგ კარგ კონდიციაში შედის.“

„ისკო ცრუ „9“-იანზე ვათამაშე, მაგრამ მას მხოლოდ ეს როლი არ ჰქონია, ის ბურთს შესანიშნავად ანაწილებდა. იოვიჩის სასტარტოში დაყენება ვერ გავრისკე, რადგან იგი ბოლომდე მზად არ იყო.“

„სეზონის გადამწყვეტი ფაზა წინ არის. არაერთი კონკურენტი გვყავს და სიმშვიდის შენარჩუნება გვმართებს. ყურადღება აუცილებელია, რადგან სერიოზული მეტოქეები გვყავს. დიახ, „ბარსელონას“ თამაშს თვალი ვადევნე და მივხვდი, რომ ჩავის გუნდს დიდი პროგრესი აქვს. დარწმუნებული ვარ, კატალონიური გრანდი საჩემპიონო ბრძოლაში ჩაერთვება და ამის საფუძველი არსებობს.“

„ბუნებრივია, „პსჟ“-სთან დაპირისპირებაზე ვფიქრობთ, მაგრამ ახლა ჩვენი საზრუნავი „ვილიარეალი“ იქნება. როდესაც ლა ლიგის მატჩს დავასრულებთ, მთელ ყურადღებას ჩემპიონთა ლიგაზე გადავიტანთ. ახლა მთელი კვირა გვაქვს იმისათვის, რომ კარგად მოვემზადოთ. წინა დღეებში ბევრი პრობლემა გვქონდა სანაკრებო შეხვედრების გამო.“

„ბენზემას გარეშე შეტევაში თამაში რა თქმა უნდა რთულია, თუმცა არიან ფეხბურთელები, რომლებიც დანაკლისს ავსებენ.“

„მარსელო ძალიან კარგ ფორმაშია. ვფიქრობ, ბრაზილიელი ფეხბურთელი სეზონის დასკვნით ეტაპზე ხშირად დაგვეხმარება. კაპიტანს ფასდაუდებელი გამოცდილება აქვს, „გრანადასთან“ დაპირისპირებაში მისი ქმედებები აღმაფრთოვანებელი იყო.“

„მარცხი მწვრთნელს ეკუთვნის, გამარჯვება კი გუნდს. მსურს, დღევანდელი საღამოთი დავტკბე და ყველას დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის. აღნიშნული საღამო ნამდვილად შედგა.“

„საუბარი ლაოსთან? მატეუ ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მსაჯია, მე მასთან ფედერიკო ვალვერდეზე ვისაუბრე.“ dle 10.1

  • Hala
  • 7 თებერვალი 2022
  • 6147
  • 2

1

7 თებერვალი 2022 11:00

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2113
ბარსა თუ საჩემპიონო ბრძოლაში ჩაერთო-ავტომატურად შენ წაიკუზები)))

2

7 თებერვალი 2022 12:39

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
აზარი ათამაშე ვილიარეალთან სასტარტოში ცალ წარბა.
ბენზემა იქნება ისე იმ შეხვედრაში?

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (218)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)