„რეალის“ ფეხბურთელთა შეფასებები!

გთავაზობთ „რეალის“ ფეხბურთელთა შეფასებებს Bernabeudigital-ის მიხედვით...


კურტუა - 7

ბელგიელ კიპერს ბერნაბეუზე ბევრი საქმე არ ჰქონია, მაგრამ როდესაც მისი საქმეში ჩართვა გახდა საჭირო, მოწოდების სიმაღლეზე იდგა.

კარვახალი - 6

დანის ბევრი არ უაქტიურია, თუმცა შეცდომა არცერთ მომენტში არ დაფიქსირებულა, მან პრაგმატული დაპირისპირება გამართა.

მილიტაო - 7

ბრაზილიელი ყველა თამაშში ეფექტურია. ედერი აქტიურობდა, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში, თუმცა გამარჯვებაში გარდამტეხი როლი არ უთამაშია.

ალაბა - 6


საკმაოდ პასიური იყო, თუმცა მისი საქმეში ხილვის საჭიროება არ დამდგარა. მილიტაოს ხშირად აზღვევდა და ბალანსის დაცვას ცდილობდა.

მარსელო - 6.5

ბრაზილიელი ეფექტური იყო, როგორც დაცვაში, ასევე შეტევა. ის მეტ-ნაკლებად ამწვავებდა სიტუაციას და გუნდს მოტივაციას აძლევდა.

კამავინგა - 5


ფრანგს საკმაოდ ცუდი მატჩი ჰქონდა და მეორე ტაიმში შეიცვალა კიდეც. აღსანიშნავია მატჩის სტარტი, სადაც ედუს ქმედებამ მეტოქე კინაღამ ერთ-ერთზე გაიყვანა.

კროოსი - 7


ტონი საკმაოდ ბევრს მოძრაობდა და გოლის გატანასთანაც ახლოს იყო. გერმანელმა გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

მოდრიჩი - 6

ხორვატი სტაბილურად გამოიყურებოდა, თუმცა მას საუკეთესო თამაში არ ჩაუტარებია.

როდრიგო - 6

რამდენჯერმე სიტუაციის გამწვავება შეძლო, თუმცა გარკვეულ მომენტებში დაბნეულობა შეიმჩნეოდა. როგორც სჩანს, გოეშმა ლიდერის ფუნქციის მორგება ვერ შეძლო.

ისკო - 7

ასენსიოსთან მუდმივი კომბინირებით ეფექტურად ითამაშა და გამარჯვებაშიც დიდი წვლილი შეიტანა. შეცვლის დროს ალარკონმა დიდი ოვაციებიც მიიღო.

ასენსიო 7.5

მარკო საუკეთესო ფეხბურთელად დამსახურებულად დასახელდა, ვინაიდან გოლის გატანას მთელი მატჩის მანძილზე ცდილობდა. ესპანელი ხშირად ამწვავებდა სიტუაციას და საბოლოო ჯამში მეტოქის კარშიც გაახვია ბურთი. dle 10.1

  • Hala
  • 7 თებერვალი 2022
  • 813
  • 1

1

7 თებერვალი 2022 09:43

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2113
ფედე შეფასების გარეშე ვინ დატოვა?

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (218)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)