„რეალის“ გადაწყვეტილება - საბოლოო ცნობა ერლინგ ჰოლანდს!

რამდენიმე ბრიტანული გამოცემის ცნობით, მადრიდის „რეალმა“ ერლინგ ჰოლანდს აცნობა, რომ მის მიმართ დიდ ინტერესს გამოხატავს, მაგრამ თუ მოთხოვნა არ შეიცვლება, ფლორენტინო პერესი ბრძოლას ეთიშება...


„რეალის“ ხელმძღვანელობა ნორვეგიელი ფეხბურთელისთვის წლიურად 30 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებს, ასევე უარს აცხადებს მინო რაიოლასთვის ასტრონომიული სატრანსფერო ბონუსის გადახდაზე და თვლის, რომ ერლინგი შედარებით მცირე ციფრებზე უნდა დაფიქრდეს, ვინაიდან მსოფლიოს საუკეთესო კლუბში თამშის შესაძლებლობა ეძლება.

Daily Star-ის ცნობით, მადრიდელთა პოზიციამ ფეხბურთელმა უკვე იცის, მისმა წარმომადგენლობამ კი „სიტისთან“, „ლივერპულთან“ და სხვა დაინტერესებულ კლუბებებთან მოლაპარაკებების განახლება განიზრახა.

როგორც სჩანს, „რეალმა“ ულტიმატუმის ენით საუბარი დაიწყო. თუ ჰოლანდს მადრიდში თამაში სურს, პერესი მასში 75 მილიონ ევროს გადაიხდის, მაგრამ მომდევნო 6 წელიწადში მხოლოდ ხელფასის სახით 180 მილიონს არ გაიღებს, თანაც ამას დაემატება დამატებითი გადასახადები და ფეხბურთელის სხვა საჭიროებებისთვის გამოყოფილი თანხები. dle 10.1

  • Hala
  • 6 თებერვალი 2022
  • 6442
  • 6

1

6 თებერვალი 2022 13:33

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1821
მბაპეს არ ექნება ამხელა ხელფასი და ეს სლე რას ითხოვს.წავიდეს სხვაგან არც ეგ არაა პრობლემა
-----------------------
Decimotercero

2

6 თებერვალი 2022 13:52

  • ჯგუფი: ადმინი
  • |
  • სიახლეები: 32757
  • |
  • კომენტარები: 270
რაიოლას ხრიკები მგონია ეგ რა და პერესმაც არ აცადა. თუ უნდა რეალში თამაში 20 მილიონიც კარგად ეყოფა.
-----------------------
HalaMadrid.Ge - ქართველი მადრიდისტებისთვის !!!

3

6 თებერვალი 2022 14:02

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 579
მბაპეს 50 მილიონი რო ექნება აი მანდ ცდება პერესი ყველაზე მაგრად. 50 მილიონი ხუმრობაა? მერე რა რო თავისუფალი აგენტია. ჯერ ხო სახელფასო სიტუაციას მაგრად არევს გუნდში ასეთი უთანასწორობა. მერე სადაც მბაპეს ასეთი ასტრონომიულ ხელფასს უნიშნავს, ჰალანდისთვის რატო არ იმეტებს? ძაან მაგარი შეცდომაა ეს ყველაფერი და თქვენც ნახავთ .. მბაპეს ამხელა ხელფასი და ჰალანდის ესე დაკიდება ...
-----------------------
ზიდანი: "საუკეთესო ჩემსა და კრიშტიანუს შორის? რა თქმა უნდა, მე (იცინის). კარგად იცით, რასაც ვფიქრობ. კრიშტიანუ ჩემზე საგრძნობლად ძლიერია, მიუხედავად იმისა, რომ კარგი კარიერა მქონდა".

https://www.youtube.com/channel/UCtqD02mRfSVgFZf_NyDvJtQ

4

6 თებერვალი 2022 14:02

  • ჯგუფი: ადმინი
  • |
  • სიახლეები: 32757
  • |
  • კომენტარები: 270
ციტატა: totti10
არა ბიწოს ახლა ვიღაც ღორი იტალიელის დაკრულზე იცეკვებს პერესი :დ სად იყო რაიოლა პერესი რომ რონალდოებს და ზიზუებს ყიდულობდა :დ ეს დიდი ვერაფერი ვერ არის ვერცერთ დიდ თამაშ ვერაფერი ვერ ქნა აი ბაერნსიწინააღმდგ სულ ჩაჯმულია ლიგაზე ხომ საერთოდ :დ სწორიცაა 75 მეტს არც გადაიხდის და მითუმეტეს კოლოსალურ ხელფასებს და აგენტებს და ოჯახის წევრებს ვერ მიცემს ახლა სათითაოდ ფულებს :დ წაიყვანოს ინგლისელებმა ან პსჟმ :დ


75 მილიონი დორტმუნდთან კონტრაქტში აქვს, თორე 150-საც კარგად მოითხოვდნენ. 2022 ზაფხულიდან არსებული რაოდენობის შეთავაზების შემთხვევაში იძულებულია გაყიდოს.
-----------------------
HalaMadrid.Ge - ქართველი მადრიდისტებისთვის !!!

5

6 თებერვალი 2022 17:05

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ნეტა თქვენ რო ასეთი ზღაორების გჯერავთ, მაგრად ფანტაზიირიბენ ეს ჟურნალისტები, გინდ ჩვენთან, გინდ უცხოეთში, სულ ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვინ უფრო დიდი სირობას დაწერს ან იტყვის 🤣

6

6 თებერვალი 2022 17:16

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 579
ციტატა: totti10
საიდან მოიტანე რომ 50 უხდის პერესი, ეგ ბონუსი იგულისხმება იმაში რომ არ თანხმდება გახანძლივებას და მაგას გულისხმობს თორემ მბაპეს 20 ზე ემტს არც მიცემს :დ :დ რაც შეეხება ჰალანდს ცალკე რაიოლას უნდა ცალკე ჰალანდს ცალკე დორტმუნდს ცალკე ჰალანდის ოჯახს და პერესი რა მოსაწველი ძროხაა თუ რა :დ


რაღა საიდან მოვიტანე ყველგან დაწერეს რო წლიური ანაზღაურება იქნება 50 მილიონამდე. თვეში 4 მილიონი. და ბონუსზე არსად ყოფილა ხაზი გასმული

დღევანდელი ფასებით 75 მილიონი ჰალანდისთვის ძალიან ცოტაა. ამიტომ არავინ დათმობს უბრალოდ ამ ფასად, ისე რო დამატებით თანხები არ ამოიღონ. უბრალოდ სხვა გზა არ აქვს დორტმუნდს ეს თანხა უწერიათ გამოსასყიდში თორე ორმაგს დაადებდნენ. რაიოლას მადის ამბავი ყველამ ვიცით და დანარჩენი ეხლა პერესს ჯიბეზე თუ არ უნდა ხელისგაკვრა ისე ჰალანდს არავინ აჩუქებს. ბარსელონამ არ ჩაიგდოს ხელში თორე რო ამოტენის ხოლმე რეალს ყველა ერთად ვნახავთ მერე
-----------------------
ზიდანი: "საუკეთესო ჩემსა და კრიშტიანუს შორის? რა თქმა უნდა, მე (იცინის). კარგად იცით, რასაც ვფიქრობ. კრიშტიანუ ჩემზე საგრძნობლად ძლიერია, მიუხედავად იმისა, რომ კარგი კარიერა მქონდა".

https://www.youtube.com/channel/UCtqD02mRfSVgFZf_NyDvJtQ

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (213)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)