ანჩელოტი:„დიდი დანაკლისის მიუხედავად დიდი უპირატესობით მოგებას ვგეგმავთ“

კარლო ანჩელოტიმ „გრანადასთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...


„ვიცით, რომ სულ ცოტა დრო გვქონდა მოსამზადებლად, მაგრამ „გრანადა“ აუცილებლად უნდა დავამარცხოთ. დანაკლისი მართლაც დიდია. ვინისიუს ჟუნიორის და კარიმ ბენზემას გარეშე თამაში მარტივი არ იქნება, თუმცა ჩვენ გვყავს სხვა ფეხბურთელები, რომლებიც შეუტევენ და 3 ქულის მოპოვებას შეეცდებიან.“

„ჯანსაღ კრიტიკას ყოველთვის მივიღებ. ვიცოდი, რომ „ბილბაოსთან“ მარცხის შემდეგ ჩემზე დიდი შეტევა წამოვიდოდა, თუმცა ეს ნორმალურია.“

„„ბილბაოსთან“ გვქონდა შეცდომები, რომელსაც ახლა გამოვასწორებთ, თუმცა თითოეულ მატჩს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. სამეფო თასიდან გამოთიშვა არ გვსურდა, მაგრამ წინ ვიყურებით. ახლა ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგება იქნება.“

„ვინისიუსი სასტარტო შემადგენლობაში დავაყენე, რადგან ვთვლიდი, რომ წინ სწრაფი ფეხბურთელები გვჭირდებოდა, თუმცა ბრაზილიელი დაიღალა და სათანადო დონეზე ვეღარ ითამაშა.“

„იანვრის თვე ძალიან რთული გამოდგა. ფეხბურთელებმა ითამაშეს ლა ლიგაში, სამეფო თასსა და ესპანეთის სუპერთასზე, სადაც საკმაოდ ხანგრზლივი მოგზაურობაც მოუხდათ. ახლა ვითარება შეცვლილია და ვთვლი, რომ კონკრეტული დაპირისპირებებისთვის სათანადო მომზადებას შევძლებთ.“

„მენდის დაბრუნებას მოუთმენლად ველი, მალე შემოგვიერთდება მარიანო დიასიც და კოლექტივში მეტი რესურსი გაჩნდება.“

„სასტარტო შემადგენლობაზე ჯერ არ ჩამოვყალიბებულვარ, ამისთვის კიდევ 1 დღე მაქვს. ვეცდები, საუკეთესო თერთმეტეული ავარჩიო.“

„ბეილის დაცინვა? არ ვფიქრობ, რომ მან ჩემი ქმედებების გამო გაიღიმა, ეს აბსურდად მიმაჩნია. მწვრთნელის გადაწყვეტილებებს „რეალში“ ყველას პატივს სცემს. ასეთ საქციელს არავის ვაპატიებდი.“

„იმ მომენტში აზარი მოედანზე შესასვლელად ემზადებოდა, რადგან დამატებით დროში მის გამოყენებას ვაპირებდი.“

„აზარი? ის კარგად ვარჯიშობს და შანსს აუცილებლად მიიღებს. ბელგიელის ბოლოდროინდელი პროგრესით კმაყოფილი ვარ. რაც მთავარია, მას ტრავმების პრობლემა აღარ აქვს.“

„ისკოს ახალი კონტრაქტი? მას „ბლანკოსთან“ მოქმედი ხელშეკრულება აკავშირებს. არ ვთვლი, რომ ახლა ამაზე საუბარრისთვის შესაბამისი დროა.“

„დიდი იმედი მაქვს, ბენზემას დაბრუნება მალე მოხდება. გუნდში ფრანგი ფეხბურთელის საჭიროება ნამდვილად დგას. უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებებში „9“-იანის მოედანზე ყოფნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 2-3 დღის შემდეგ ბენზემასთან დაკავშირებით გაცილებით მეტი ინფორმაცია გვექნება.“

„კარიმი ლა ლიგის ბომბარდირია, ასევე შესანიშნავად გამოდის ჩემპიონთა ლიგასა და სხვა ტურნირებზე. ბუნებრივია, მისი საჭიროება გუნდში არსებობს და ჩვენი შეტევა გარკვეულწილად მასზეა დამოკიდებული.“

„მადლობა, რომ კრიტიკას ხშირად მახსენებთ (იცინის), ეს უფრო ფხიზელს და მოტივირებულს მხდის.“

„ჩემმა ფეხბურთელებმა საკმაოდ დიდი დატვირთვა მიიღეს სხვადასხვა ტურნირზე, შესაბამისად მომდევნო დაპირისპირებებში როტაცია გარდაუვალი იქნება. ეს ბუნებრივი პროცესია. უნდა ვეცადოთ, რომ ყველა დაპირისპირებაში საუკეთესოდ მომზადებული ფეხბურთელები გავიყვანოთ მოედანზე. როტაცია მოდის მაშინ, როდესაც ძირითადი შემადგენლობის რომელიმე ფეხბურთელი მზად არ არის, ან ტრავმირებულია.“ dle 10.1

  • Hala
  • 5 თებერვალი 2022
  • 1562
  • 8

1

5 თებერვალი 2022 16:19

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2059
მარკაზე პრესკონფერენციას ვუყურებდი ლაივში. დასრულდა თუ არა შემოვედი აქ და დამხვდა მთლიანად დაწერილი.

უბრალოდ მადლობას გიხდით. აბზაც-აბზაც ითარმგნებოდა როგორც ჩანს. ბრავო

2

5 თებერვალი 2022 18:01

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1855
ციტატა: Batumski
მარკაზე პრესკონფერენციას ვუყურებდი ლაივში. დასრულდა თუ არა შემოვედი აქ და დამხვდა მთლიანად დაწერილი.

უბრალოდ მადლობას გიხდით. აბზაც-აბზაც ითარმგნებოდა როგორც ჩანს. ბრავო

love

3

5 თებერვალი 2022 18:11

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2640
ბოლოს როდის მოიგე დიდი უპირატესობით შე ცუციკო......დაპირებებს კარგად იძლება. ეს პოლიტიკაში უნდა წასულიყო რასაც გპირდებიან მერე რომ არაფერს ასრულებენ. ზუსტად ამის საქმეა. ბილბაოსთამ თამაშით შემაზიზღა თავი და რავი მე არ მჯერა რომ ეს მაგარ გუნდა დააყენებს. მბაპესთამ ერთად ახალი ტრენერიც დაგვჭირდება, შემტევი ტრენერი და არა ესეთი ცუციკი!

4

5 თებერვალი 2022 19:04

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1706
მგონია მართლა დიდი ანგარიშით მოიგებენ ან ძაან მარტივად

5

5 თებერვალი 2022 20:35

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1821
ციტატა: murtoreali777
ბოლოს როდის მოიგე დიდი უპირატესობით შე ცუციკო......დაპირებებს კარგად იძლება. ეს პოლიტიკაში უნდა წასულიყო რასაც გპირდებიან მერე რომ არაფერს ასრულებენ. ზუსტად ამის საქმეა. ბილბაოსთამ თამაშით შემაზიზღა თავი და რავი მე არ მჯერა რომ ეს მაგარ გუნდა დააყენებს. მბაპესთამ ერთად ახალი ტრენერიც დაგვჭირდება, შემტევი ტრენერი და არა ესეთი ცუციკი!

ვალენსიას მოუგო დიდი ანგარიშით
-----------------------
Decimotercero

6

5 თებერვალი 2022 23:30

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2113
ციტატა: murtoreali777
ბოლოს როდის მოიგე დიდი უპირატესობით შე ცუციკო......დაპირებებს კარგად იძლება. ეს პოლიტიკაში უნდა წასულიყო რასაც გპირდებიან მერე რომ არაფერს ასრულებენ. ზუსტად ამის საქმეა. ბილბაოსთამ თამაშით შემაზიზღა თავი და რავი მე არ მჯერა რომ ეს მაგარ გუნდა დააყენებს. მბაპესთამ ერთად ახალი ტრენერიც დაგვჭირდება, შემტევი ტრენერი და არა ესეთი ცუციკი!

სრულად ვეთნხმები იმ აზრს რომ თამაში კარლომ წააგო,მაგრამ 4 დან 4 თამაში არამგონია ვინმეს ბილბაოსთვის მოეგო.ლალიგა თ უ მოვიგეთ მადლობა კარლიტოს,მაგრამ პსჟ-სთან გასვლა პრინციპის საკითხია.ზზ უარესი გუნდი არ ყავდა შემადგენლობის მხრივ მაგრამ ,კარლიტოსავით ორჯერ ბილბაოს და ვალენსიას,ბარსას,ატლეტიკოს,სოსიეფადს მოუგო??

7

6 თებერვალი 2022 09:53

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
არ მჯერა ამ კაცის რა, იტალიას ვგულშემატკივრობ 98 დან მაგრამ ეს დაცვითი ამოტანა ფეხბურთი მადრიდში არა ძმაო არაა ეს სხვა დონეა როთ ვერ გაიგო

8

6 თებერვალი 2022 13:30

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1821
დაცვით თამაში რეალის დეენემში არაა ბაზარი არარის მარა ზიზუს რეალი რონის მერე როგორ თამაშობდა დაავიწყდა ხალხს.
-----------------------
Decimotercero

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (213)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)