Le Parisien - სეზონის ბოლოს რამოსი „პსჟ“-დან წავა!

Le Parisien-ის ცნობით, სერხიო რამოსისა და „პსჟ“-ს ურთიერთობა სეზონის ბოლოს დიდი ალბათობით დასრულდება...


ფრანგული კლუბის სამედიცინო შტაბის წარმომადგენლები მოთამაშის კუნთების მდგომარეობით შეშფოთებულები არიან. სერხიო მოედანზე 1-2 მატჩის ჩატარების შემდეგ ისევ ტრავმას იღებს და მუდმივად აღდგენით პროცესშია, რაც მთავარ მწვრთნელს მასზე გათვლით გაკეთების საშუალებას არ აძლევს.

ამ წუთებშიც კი ესპანელი ლეგენდა აღდგენით პროცესს გადის და მისი თამაში 15 თებერვლის მატჩში „ბლანკოსის“ წინააღმდეგ საეჭვოა, რადგან მოედანზე გასვლა სერიოზულ რისკებს შეიცავს.

Le Parisien-ის ცნობით, „პსჟ“-სა და რამოსის კონტრაქტში დევს პუნქტი, რომლის მიხედვითაც, პარიზულ მხარეს შეუძლია მოთამაშეს მატჩების გარკვეული რაოდენობის ვერჩატარების გამო კონტრაქტი შეუწყვიტოს და მეორე წლის ხელფასის გადახდისგან გათავისუფლდეს.

ამასთანავე ვრცელდება ჭორები, რომლის მიხედვითაც, „პსჟ“-დან წასვლის შემთხვევაში, რამოსი შესაძლოა მშობლიურ „სევილიაში“ დაბრუნდეს და კარიერაც ანდალუსიაში დაასრულოს. dle 10.1

  • Hala
  • 3 თებერვალი 2022
  • 3709
  • 1

1

3 თებერვალი 2022 22:49

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 748
რეალში რო დააბრუნონ დაბალ ხელფასით კარგი იქნება და რეალშივე დაასრულებს კარიერას

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (218)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)