მარსელინო:„„რეალთან“ ბოლომდე ბრძოლა და შეცდომების გარეშე თამაშია საჭირო“

„ბილბაოს“ მთავარმა მწვრთნელმა „რეალთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მეტოქეზეც ისაუბრა...


„ვისურვებდი, რომ სტადიონი მთლიანად გავსებულიყო, ვინაიდან „რეალის“ დონის გუნდთან არნახული მხარდაჭერა გვჭირდება, თუმცა ვერაფერს ვუხერხებთ რეგულაციებს და წესებს, რომლის დაცვაც გვიწევს.“

„ვიცი, რომ „რეალიდან“ რამდენიმე ლიდერი სამხრეთ-ამერიკაში გაემგზავრება, ზოგიერთი კი ესპანეთში დაბრუნებასაც ვერ ასწრებს, ასევე ტრავმირებულია ანჩელოტის რამდენიმე ფეხბურთელი, თუმცა ვფიქრობ, ამ გუნდს აქვს შესაბამისი რესურსი იმისათვის, რომ მოედანზე უძლიერესი თერთმეტეული გამოიყვანოს, ამიტომ დიდი ყურადღება გვმართებს.“

„ბენზემა ლა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელია, მე მას ყველაზე მძიმე მეტოქედ აღვიქვამ. თუ კარიმი ითამაშებს და „ბლანკოსს“ ისე მოვუგებთ, ძიალიან გამეხარდება, თუმცა ისიც ვიცი, რომ მას გარკვეული პრობლემები ჰქონდა.“

„კარგად მახსოვს „ბარსელონასთან“ მიღწეული წარმატება, მაშინ მაგიური ღამე იყო. იგივეს გაკეთებაც ვაპირებთ სამეფო კლუბთანაც. თუ 1/2 ფინალში გასვლა გვსურს უშეცდომოდ უნდა ვითამაშოთ და რაც შეიძლება ბევრი შანსი შევქმნათ.“

„ჩვენ გვაქვს მოტივაცია და შემართება, ფეხბურთელები ბრძოლისთვის მზად არიან, დანარჩენს კი ყველა ერთად ვიხილავთ.“

„თუ არცერთ შეცდომას არ დავუშვებთ, „რეალს“ მოვუგებთ, ამის მჯერა.“ dle 10.1

  • Hala
  • 2 თებერვალი 2022
  • 614
  • 1

1

2 თებერვალი 2022 17:50

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 748
ძალიან ძალიან რთული თვე გველის ანჩემ უნდა იყოჩაღოს ისე როგორც არასდროს

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (218)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)