კურტუა: „ბევრ კლუბში მითამაშია, თუმცა...“

გამოცემა AS-მა, „რეალის“ 29 წლის კარის დარაჯის, ტიბო კურტუას ინტერვიუ გამოაქვეყნა.


„ესპანეთის სუპერ თასის მოგება მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. ნახევარფინალურ სტადიაზე „ბარსელონა“ დავამარცხეთ ექსტრა ტაიმში, რამაც დამატებითი ხიბლი შესძინა დაპირისპირებას. ფინალური პაექრობის მიწურულს კი პენალტის მოგერიება მოვახერხე. ყოველთვის სასიამოვნოა წარმატებაში საკუთარი მცირე წვლილის შეტანაც კი. რაულ გარსიას კარგად ვიცნობ და დარტყმამდე ვფიქრობდი, რომ ან მარჯვენა მხარეს გადავხტებოდი, ან ადგილზე დავრჩებოდი. მეკარეების მწვრთნელმა მირჩია, მარჯვენა კუთხე ამერჩია, რაც გავაკეთე კიდეც, მაგრამ არა სრულყოფილად. საბოლოოდ, ტანის კარგი კოორდინაციის წყალობით, ფეხი ჩავტოვე და ამან შედეგი გამოიღო.“

„ამ ეტაპისათვის ნამდვილად არ ვფიქრობ, თუ რას გავაკეთებ საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ. ჯერ არ მომიგია ჩემპიონთა ლიგა და ტიტული ეროვნულ ნაკრებთან ერთად. შესაძლებელია, ერთ მშვენიერ დღეს მწვრთნელი გავხდე ან სპორტული დირექტორი. ამასთანავე, გარკვეულ აქტივებს ვფლობ სხვადასხვა კომპანიებში, რომლებიც, დიდი ალბათობით, დროთა განმავლობაში გაიზრდება. ერთი სიტყვით, არაფრის თქმა შემიძლია, მხოლოდ ფეხბურთზე ვარ კონცენტრირებულნი.“

„ბევრ კლუბში მითამაშია, მაგრამ „რეალის“ დარი არცერთია.“

„გასახდელში ბევრს ვსაუბრობთ სხვა თამაშებზე, სპორტის სახეობებზე, მანქანებზე, ოჯახებზე და ა.შ. ზუსტად ისეთივე ცხოვრება გვაქვს, როგორც სხვა ადამიანებს, რომლებიც სამსახურში დადიან.“

„დარწმუნებული ვარ, რომ სამომავლოდაც მადრიდში ვიცხოვრებ. მსიამოვნებს აქაური გარემო, ხალხი, სამზარეულო...“

„ალბათ, „ელ კლასიკო“ ყველაზე დიდებული მოვლენაა, რომელშიც მონაწილეობა მიმიღია. მთელი მსოფლიო ამ ჯახზე საუბრობს. „ბარსელონას“ წინააღმდეგ ასპარეზობა და გაამრჯვება მეტად სასიამოვნოა. როდესაც მოედანზე გადიხარ, მილიონობით ქომაგის მზერას ივიწყებ, რომელიც გაკვირდება და მხოლოდ შეხვედრაზე გადაგაქ ყურადღება.“

„უპირატესობას ვანიჭებ დიდ სტადიონებზე ბურთაობას. დასრულების შემდეგ, ახალი „სანტიაგო ბერნაბეუ“ მსოფლიოს საუკეთესო არენა გახდება.“

„რამდენიმე წლის წინ, შეფ მზარეული დავიქირავე, რომელიც ჩემზე ზრუნავს. ეს ნიშანდობლივია, ვინაინად სწორი კვებით უფრო დიდ ენერგიას იღებ და აღდგენასაც მალე აკეთებ.“

„შემადგენლობაში ყველაზე მეტს ვინისიუსი და მარსელო ხუმრობენ.“

„კარიერის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჯანმრთელობის მდგომარეობასა და კონდიციებზე. ვფიქრობ, 38 წლამდე შევძლებ აქტიურ ფეხბურთში ყოფნას. შეხედეთ ბუფონს, რომელიც 43 წელს მოითვლის. პრინციპში ბევრი არ მიკლია მაქამდე (იცინის).“

AS
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (223)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)