ანჩელოტის პირობა იოვიჩს - „მეტს გათამაშებ“

კარლო ანჩელოტი თვლის, რომ სეზონის დასკვნით ნაწილში თავდასხმაში ხშირად მოუწევს როტაცია. კარიმ ბენზემას ბოლოდროინდელმა ტრავმებმა იტალიელი სპეციალისტი დაარწმუნა, რომ ფრანგისთვის მუდმივი დატვირთვის მიცემა არ შეიძლება.


იანვრის ბოლო დღეებში ლუკა იოვიჩის ინგლისის პრემიერლიგიდან რამდენიმე წინადადება ჰქონდა, 31 იანვარს კი „ევერტონმა“ „რეალს“ მოთამაშის იჯარაზე ოფიციალურად მიმართა.

გავრცელებული ინფორმაციით, ტრანსფერი დაბლოკა, როგორც იოვიჩმა, ასევე ანჩელოტიმ, რომელიც სერბ ფორვარდს დაპირდა, რომ სეზონის ბოლომდე გაცილებით მეტს ითამაშებს.

ამ სეზონში ლუკას მონაგარი 15 მატჩი, თუმცა მხოლოდ 434 წუთია, რაც იმას ნიშნავს, რომ სერბი მეტწილად შეცვლებზე შემოდის. იოვიჩმა მხოლოდ 1 გოლის გატანა და ასევე 1 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.

პროგნოზის მიხედვით, მოთამაშემ სეზონის მეორე ნახევარში 434 წუთიანი მაჩვენებელი მინიმუმ 1500 წუთზე უნდა აიყვანოს.

ცნობისთვის, ბენზემას ამ სეზონში მოედანზე უკვე 2357 წუთი აქვს გატარებული, მის ანგარიშზე 28 დაპირისპირებაა. dle 10.1

  • Ramos
  • 1 თებერვალი 2022
  • 587
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (218)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)