„რეალში“ მოდრიჩის და კროოსის წასვლაზე უკვე ფიქრობენ

მადრიდის „რეალი“ შორს იყურება და ხვდება, რომ ტონი კროოსისა და ლუკა მოდრიჩის გუნდიდან წასვლის შემდეგ ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვლება...

ლუკიტა კონტრაქტს 2023 წლის 30 ივნისამდე აუცილებლად გაახანგრძლივებს. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ თარიღამდე აკავშირებს მოქმედი ხელშეკრულება ტონი კროოსსაც.

გერმანელი გადაწყვეტილებას ჯერ-ჯერობით არ ცვლის და კარიერის დასრულება სურს.

თუ 2023 წლის ზაფხულში კლუბს ორი ვარსკვლავი დატოვებს, მათი შეცვლა მარტივი არ იქნება, თანაც იმ ფონზე, რომ კაზემიროც ეტაპობრივად შედის „ასაკში“.

ესპანური გამოცემების ცნობით, ფლორენტინო პერესი მომდევნო ზაფხულიდან ამ საკითხთან დაკავშირებით სერიოზულ მუშაობას გეგმავს.

გუნდი ფსონს ჩამოდის ფედერიკო ვალვერდეზე და თვლის, რომ ურუგვაელი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობის უცვლელი წევრი გახდება, თუმცა მხოლო ფედე არ კმარა, ვინაიდან მას სათადარიგოთა სკამზეც ღირსეული შემცვლელი დასჭირდება და შემადგენლობაში მეწყვილედაც.

არსებობს ვარაუდი, რომლის მიხედვითაც, „ბლანკოსი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ნახევარმცველებზე სერიოზულად იფიქრებს. dle 10.1

  • Hala
  • 1 თებერვალი 2022
  • 1202
  • 8

1

1 თებერვალი 2022 12:15

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ბიჭობა როგორ ხედავთ რეალის ნახევარ დაცვას 2 წელში?

2

1 თებერვალი 2022 12:43

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1128
წუხელ თასზე მორიგი ჩაჯმა დადო მესიმ, კუანა კაც ამას როგორ მიდარებთ რონის სადაც მივიდა ყველგან დედა მოუხნა

3

1 თებერვალი 2022 13:07

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5271
მცველი ჭირდება გუნდს აუცილებლად კიდე

4

1 თებერვალი 2022 14:22

  • ჯგუფი: ადმინი
  • |
  • სიახლეები: 32731
  • |
  • კომენტარები: 270
ციტატა: El Captain
ბიჭობა როგორ ხედავთ რეალის ნახევარ დაცვას 2 წელში?

კროოსს ფედერიკო შეცვლის სავარაუდოდ, მაგრამ მოდრიჩის ღირსეული შემცვლელის პოვნა მარტივი არ იქნება.

მე პირადად ვირციც ძალიან მომწონს, თუ ასე გააგრძელებს სერიოზული ფეხბურთელი დადგება მისგან.
-----------------------
HalaMadrid.Ge - ქართველი მადრიდისტებისთვის !!!

5

1 თებერვალი 2022 14:46

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: Hala

მე ბარელაც მომწონს პროსტა ისაა რო ხასიათის ფეხბურთელია როგორც პოგბა.მგარად გაუჭირდება ბაბუს ლუკიტას შემცვლელის პოვნა ნუ მას ვერავინ შეცვლის მაგრამ მაინც

6

1 თებერვალი 2022 14:51

  • ჯგუფი: ადმინი
  • |
  • სიახლეები: 32731
  • |
  • კომენტარები: 270
თავის დროზე ბრუნო ფერნანდეშითაც ინტერესდებოდნენ სანამ მანჩესტერში წავიდოდა და კარგი გადაწყვეტილება იქნებოდა ეგ, მაგრამ არ იყიდეს. პოგბაც ნელ-ნელა სიბერისკენ მიდის. მილინკოვიჩ-სავიჩზეც იყო ადრე საუბარი, მაგრამ ლაციომ იმხელა თანხა მოითხოვა არ იყიდეს.

ალბათ 2023 წლის ბოლომდე კამავინგასგანაც ვნახავთ დაახლოებით რა შეუძლია. პერსპექტივა ნამდვილად აქვს მაგ ბიჭს.

ნახევარმცველები მაინც დასამატებელი გვყავს. ვთქვათ ფედე და კამავინგა ძირითადში არიან, სკამი? აღარც ისკო იქნება, არც მოდრიჩი, არც კროოსი, სებალიოსის იმედზეც ვერ ვიქნებით. ყველა ვარიანტში საზრუნავია ეგ საკითხი.
-----------------------
HalaMadrid.Ge - ქართველი მადრიდისტებისთვის !!!

7

1 თებერვალი 2022 15:57

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: Hala
თავის დროზე ბრუნო ფერნანდეშითაც ინტერესდებოდნენ სანამ მანჩესტერში წავიდოდა და კარგი გადაწყვეტილება იქნებოდა ეგ, მაგრამ არ იყიდეს. პოგბაც ნელ-ნელა სიბერისკენ მიდის. მილინკოვიჩ-სავიჩზეც იყო ადრე საუბარი, მაგრამ ლაციომ იმხელა თანხა მოითხოვა არ იყიდეს.

ალბათ 2023 წლის ბოლომდე კამავინგასგანაც ვნახავთ დაახლოებით რა შეუძლია. პერსპექტივა ნამდვილად აქვს მაგ ბიჭს.

ნახევარმცველები მაინც დასამატებელი გვყავს. ვთქვათ ფედე და კამავინგა ძირითადში არიან, სკამი? აღარც ისკო იქნება, არც მოდრიჩი, არც კროოსი, სებალიოსის იმედზეც ვერ ვიქნებით. ყველა ვარიანტში საზრუნავია ეგ საკითხი.

ეგ ყველაფერი ვიცი ხო. ჩუამენზე რო იძახიან დიდი ვერაფერი მგონია ისე ეგ ბიჭი ცოტა გაპიარებულიცაა ჩემი აზრით ფერმერთა ლიგაში თუ ბრწყინავს ფეხბურთელი ყველას სთარი არ უნდა ერქმეოდეს მბაპეზე არ მაქ საუბარი.მარა არაუშავს სკამისთვის გამოდგება,კოვა მინდა რო დავიბრუნოთ ძაან იმენა

8

1 თებერვალი 2022 16:02

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: ZIDANE5
წუხელ თასზე მორიგი ჩაჯმა დადო მესიმ, კუანა კაც ამას როგორ მიდარებთ რონის სადაც მივიდა ყველგან დედა მოუხნა

სად მივიდა და სად მოუხნა დედა 🤣🤣იუვე იყო და რასაც იგებდა ისიც ვერ მოიგო,მანჩეში კიდე ვხედავთ რაცაა,რონალდო თავისი ნებით წავიდა და სხვა მოტივაცია ქონდა და მესის ეტყობა რო მაგარი ახატია მთელი პარიზი.რონალდო კიდე რაც იყო იმის ნახევარიც არაა რაც რეალიდან წავიდა ;)

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1

მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)