ბეილს უახლოესი წრე ეუბნება, რომ „რეალი“ უკანა კარიდან არ დატოვოს

გარეთ ბეილი სეზონის ბოლოს მადრიდის „რეალს“ ემშვიდობება. ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, მაგრამ უახლოესი წრე უელსელ ფეხბურთელს ერთსა და იმავეს ეუბნება. მოთამაშემ „ბლანკოსი“ უკანა კარიდან არ უნდა დატოვოს, ვინაიდან მან გუნდისთვის ძალიან ბევრი გააკეთა...


ანალოგიურ აზრს იზიარებს კარლო ანჩელოტიც, რომლის ხელშიც გარეთმა საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია და ჩემპიონთა ლიგის მოგებაც შეძლო.

უელსელი მოთამაშის ანგარიშზე სამეფო კლუბის რიგებში 100-ზე მეტი გოლია, ასევე აღსანიშნავია, რომ მის მიერ გატანილი გოლი 27 შემთხვევაში გამარჯვების მომტანი გამოდგა, ასევე ფლობს ჩემპიონთა ლიგის 4 თასს და სხვა მნიშვნელოვან ტიტულებს.

ბეილი ჩემპიონთა ლიგის ფინალებში უმნიშვნელოვანესი გოლებითა და მარგი ქმედების მაღალი კოეფიციენტით იწონებს თავს.

ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, უელსელმა მადრიდში შექმნა დიდი ეპოქა, რომელსაც შესაბამისი დაფასება სჭირდება. ის ერთი რიგითი ფეხბურთელი არასდროს ყოფილა. dle 10.1

  • Hala
  • 29 იანვარი 2022
  • 1123
  • 4

1

29 იანვარი 2022 21:22

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1706
გოლფმა შეიწირა მასტი და ტრამვებმა არადა ძაან მაგარი იყო პიკში

2

29 იანვარი 2022 22:25

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 971
არაფერმა არ შეიწირა... არანაირი სტანდარტი არ არსებობს, რომ რაღაც ასაკში ფეხბურთელი ან ისე უნდა იქცეოდეს ან ასე... მაგრამ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, როცა ხელფასის კომპრომისზე არ წამოვიდა და როცა უაზრო დროშა ააფრიალა... მაგრამ ჩვეულებრივი უელსელი ხიხოა.

რაც ამას რეალმა მისცა, სხვა არცერთ გუნდს შეეძლო, დაინახა ეს და მადლიერება აღარ გამოხატა.

თორემ ამის ტოპ კლასში ფლორენტინოს ეპარება ეჭვი თუ ზიზუს ეპარებოდა? იმედია ამ ნახევარ წელიწადში გადავსებული ბერნაბეუ აპატიებს ყველაფერს და აიმაღლებს რამენაირად სათამაშო მოტივაციას, რომ ორი წლით მაინც დავიტოვოთ. ასეთი კვალიფიკაციის ფეხბურთელები სანთლითაა საძებნელი.

3

29 იანვარი 2022 23:30

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ძალიან ძლიერი ფეხბურთელი არის ბეილი
გამოცდილება აქვს რაც მთავარია
პასი შეუძლია ესე კლას ვერ დაკარგავს ვფიქრობ ჯერ კიდევ შეუძლია თამაში
გოლის გატანაც და კომბინაციურ ფეხბურთშიც კარგი არის

4

30 იანვარი 2022 13:54

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1954
ბეილმა თავაწეულმა უნდა დატოვოს რეალი,რადგან ძალიან ბევრი გააკეთა გუნდისთვის.კიდევ ბევრს გააკეთებდა,მაგრამ ზიდანმა აითვალწუნა და როგორც იტყვიან დაუნგრია კარიერა.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)