კურტუა:„ამ ფეხბურთელის „რეალში“ გადმოსვლა ჩემი ოცნებაა“

ტიბო კურტუამ მადრიდის „რეალში“ მიმდინარე სიტუაციაზე, სამომავლო გეგმებსა და კილიან მბაპეს ტრანსფერზე ისაუბრა...


„ჩემი ყველაზე დიდი ოცნება მადრიდის „რეალთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებაა და მჯერა, რომ დიდი ბრძოლით ამას მოვახერხებ. „ბლანკოსმა“ ევროპულ სარბიელზე დიდი ისტორია შექმნა და ეს ყველაფერი გრძელდება.“

„მოვიგე პრემიერლიგა, ლა ლიგა და კიდევ ბევრი სხვა თასი, მაგრამ მსურს, რომ კარიერის დასრულებამდე ჩემპიონთა ლიგის მოგებაც შევძლო, ეს დიდი გვირგვინი იქნებოდა.“

„„პსჟ“-სთან დაპირისპირებებისთვის განსაკუთრებით ვემზადებით და ვთვლით, რომ ფრანგული ბარიერის გადალახვა შეგვიძლია. ეს არის ნაადრევი ფინალი 1/8 ფინალში. სამწუხაროა, რომ ერთ-ერთი გუნდი ასპარეზობას ეთიშება და ევროსარბიელზე აღარ იქნება. ამ დაპირისპირებაში ყველაფერს დეტალები გადაწყვეტს. თუნდაც „სეივი“, გამოუყენებელი მომენტი და ასე შემდეგ.“

„ახლა მთავარი ის არის, რომ „ბლანკოსის“ ყველა ფეხბურთელი 1/8 ფინალამდე ტრავმის გარეშე მივიდეს და მთავარმა მწვრთნელმა რესურსის სრულად ათვისება მოახერხოს.“

„სამეფო თასის ფორმატი საკმაოდ საინტერესოა. იმედი მაქვს, ამ ტურნირზე ასპარეზობას შევძლებთ. „რეალს“ „ლა კოპა“ დიდი ხანია არ მოუგია, ახლა კი საკმაოდ საპასუხისმგებლო ეტაპზე იმყოფება.“

„„პსჟ“-ს ჰყავს ნეიმარი, მესი, მბაპე, რამოსი და სხვა უმაღლესი დონის ფეხბურთელები, თუმცა ამ სპორტში კოლექტიური წარმატებაა საჭირო და არა ინდივიდუალური, ჩვენ გვჯერა ჩვენი შესაძლებლობების.“

„ჰოლანდის და კილიანის გამადრიდელება? რა თქმა უნდა ბედნიერი ვიქნები, თუ ისინი აქ მოვლენ. როდესაც ძალიან სახიფათო ფორვარდები შენი გუნდის ღირსებას იცავენ და არა სხვა კოლექტივის, ყოველთვის წინ ხარ.“

„ვისურვებდი, რომ მბაპე ამ ზაფხულს მართლაც გახდეს მადრიდელი, მასში არნახულ პერსპექტივას ვხედავ.“ dle 10.1

  • Hala
  • 28 იანვარი 2022
  • 2286
  • 3

1

28 იანვარი 2022 12:23

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1850
საქართველოს ბიუჯეტის ხელა - ხელის მტევანი აქვს wink

2

28 იანვარი 2022 17:30

  • ჯგუფი: მწერალი
  • |
  • სიახლეები: 158
  • |
  • კომენტარები: 485
წიკიანია სულ ხელთათმანი შესაკრავს ხსნის და კეტავს მთელი თამაში wink love
-----------------------
14 LOADING...

3

29 იანვარი 2022 12:34

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5
დღეს მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა am

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (63)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)