რა ხდება ბენზემას გარეშე?

მოდრიჩისა და მილიტაოს გოლების წყალობით, „რეალი“ სამარცხვინო მარცხს გადაურჩა „სანტიაგო ბერნაბეუზე.“ „ელჩესთან“ დაპირისპირებაში დაფიქსირებული ყაიმის გამო, დედაქალაქელებმა „სევილიასთან“ სხვაობა 6 ქულამდე ვერ გაზარდეს.


განვლილი შეხვედრის 56-ე წუთზე, კარიმ ბენზემამ ცვლილება მოითხოვა. ფრანგმა თავდამსხმელმა კუნთის პრობლემიდან გამომდინარე თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო და მის ნაცვლად მატჩის მიმდინარეობაში იოვიჩი ჩაერთო. ამ უკანასკნელმა კი ბოძებული 38 წუთი მეტად უხეიროდ გამოიყენა - არცერთი დარტყმა, მხოლოდ 5 წარმატებული გადაცემა, ხოლო თითო-თითოჯერ ბურთის დაკარგვა/დაბრუნება.

არადა, სერბმა ფორვარდმა დიდი განაცხადი გააკეთა სან-სებასტიანში, როდესაც ასევე ტრავმირებული კარიმის ნაცვლად გავიდა მოედანზე. მაშინ, ლუკამ გოლი და ასისტი ჩაიწერა აქტივში, რაც გამარჯვების გზაზე მნიშვნელოვანი გამოდგა, თუმცა, როგორც ჩანს, ეს მხოლოდ ერთჯერადი აქცია იყო „აინტრახტის“ ყოფილი ლიდერისგან.

სტატისტიკის მიხედვით, „ცხრიანს“ სრულფასოვანი შემცვლელი არ ჰყავს გუნდში. მიმდინარე სეზონში იოვიჩმა და მარიანომ 612 წუთი გაატარეს საქმეში და მონაგარი საკმაოდ მწირია - 1 შედეგიანი დარტყმა და 2 საგოლე გადაცემა. მაშინ როდესაც, ბენზემა 24 გოლითა და 10 ასისტით შემადგენლობის მთავარი დამრტყმელი ძალაა.
dle 10.1


1

27 იანვარი 2022 12:01

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9020
kargad itamashebs tuara fexburteli momdevno 5 matchi mere isev skamze uwevs jdoma da vabralot exla marto fexburtelebs yvelaferi. amat iovichi ronaldinio goniat undat shemovides da fokuzebi aketos bolo 10 wutshi

2

27 იანვარი 2022 16:32

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ზიდანის და ინიესტას შედარება ვნახე ფბ ზე და კაიფობენ ეს ხალხი? 😂😂

3

27 იანვარი 2022 16:44

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5516
ციტატა: kontaqti
kargad itamashebs tuara fexburteli momdevno 5 matchi mere isev skamze uwevs jdoma da vabralot exla marto fexburtelebs yvelaferi. amat iovichi ronaldinio goniat undat shemovides da fokuzebi aketos bolo 10 wutshi

ბოლო 10 წუთი კი არა 40 წუთი ითამაშა.მე რომ ვიძახდი არააა რეალის დონის კალიბრის იგროკი მუდამ უმცირესობაში ვიყავი.ბენზემას ჰეითერები დამესივნენ.იოვიჩი არის საშუალო დონის ფეხბურთელი თორემ ეგ რომ რაიმე სერიოზული კლასი იყოს სულ სკამზეც არავინ დატოვებდა.ზიდანი ცდებოდა კაი და ანჩელოტიც ცდებაა??არაა ის დონეე სიტყვაზე ბენზემასთან წუთები გაიყოს.ამიტომ აქვს მოკიდებული მთელი ტვირთი ბენზემას..კარიმის ფანჩრის ტილადაც რომ არ ღირს ეს სამი წლის თეკლამაც იცისს მისი ჰეითერების გარდა.ამიტომ გაპრავებებს შეეშვით.
-----------------------
ზიდანი:ვინც კარიმს აკრიტიკებს ფეხბურთი არ იცის.პირადად ჩემთვის კარიმი მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდია.
აზარი:„ბენზემა არის საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც ოდესმე მითამაშია. არ მომერიდება და ვიტყვი, რომ ის საუკეთესო „9“-იანია“

4

27 იანვარი 2022 17:15

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 119
ციტატა: FERNANDO_REDONDO
ციტატა: kontaqti
kargad itamashebs tuara fexburteli momdevno 5 matchi mere isev skamze uwevs jdoma da vabralot exla marto fexburtelebs yvelaferi. amat iovichi ronaldinio goniat undat shemovides da fokuzebi aketos bolo 10 wutshi

ბოლო 10 წუთი კი არა 40 წუთი ითამაშა.მე რომ ვიძახდი არააა რეალის დონის კალიბრის იგროკი მუდამ უმცირესობაში ვიყავი.ბენზემას ჰეითერები დამესივნენ.იოვიჩი არის საშუალო დონის ფეხბურთელი თორემ ეგ რომ რაიმე სერიოზული კლასი იყოს სულ სკამზეც არავინ დატოვებდა.ზიდანი ცდებოდა კაი და ანჩელოტიც ცდებაა??არაა ის დონეე სიტყვაზე ბენზემასთან წუთები გაიყოს.ამიტომ აქვს მოკიდებული მთელი ტვირთი ბენზემას..კარიმის ფანჩრის ტილადაც რომ არ ღირს ეს სამი წლის თეკლამაც იცისს მისი ჰეითერების გარდა.ამიტომ გაპრავებებს შეეშვით.

სკამზე აზარი და ბეილიც ზის და ანუ სერიოზული კლასები არარიან თუ?

5

27 იანვარი 2022 18:07

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9020
ციტატა: FERNANDO_REDONDO
ოლო 10 წუთი კი არა 40 წუთი ითამაშა.მე რომ ვიძახდი არააა რეალის დონის კალიბრის იგროკი მუდამ უმცირესობაში ვიყავი.ბენზემას ჰეითერები დამესივნენ.იოვიჩი არის საშუალო დონის ფეხბურთელი თორემ ეგ რომ რაიმე სერიოზული კლასი იყოს სულ სკამზეც არავინ დატოვებდა.ზიდანი ცდებოდა კაი და ანჩელოტიც ცდებაა??არაა ის დონეე სიტყვაზე ბენზემასთან წუთები გაიყოს.ამიტომ აქვს მოკიდებული მთელი ტვირთი ბენზემას..კარიმის ფანჩრის ტილადაც რომ არ ღირს ეს სამი წლის თეკლამაც იცისს მისი ჰეითერების გარდა.ამიტომ გაპრავებებს შეეშვით

გავიგე მაგრამ მარტო ეგ ცოარ ლპება სკამზე? აზარი ლპება ბეილი ლპება რომლებიც სულ მინიმუმ როდრიგოს როგორ ვერ აჯობებენ. ასევე კამავინგა თამაშობს და ისკო ლპება თუნდაც სებალიოსი. აჩემებული ყავს კარლოსაც ფეხბურთელები ან აძალებენ ზემოდან

6

27 იანვარი 2022 20:33

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ადამა ტრაორე 😁😁😁😁😂😂😂😂😂

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (56)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)