როდრიგო:„„რეალში“ დიდხანს დარჩენა მსურს“

როდრიგო გოეში ბრაზილიის ნაკრებს შეუერთდა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა...


„ანჩელოტი შესანიშნავი სპეციალისტია, რომელიც ძალიან ბევრს მესაუბრება და ცდილობს, ჩემგან გაცილებით კარგი ფეხბურთელი მიიღოს. მე ვიღებ შექებას და ასევე კონსტრუქციულ კრიტიკას. იტალიელი ყოველთვის მესაუბრება დადებით და უარყოფით თვისებებზე.“

„„ბლანკოსის“ ყველა მწვრთნელი ჩემთვის საინტერესო იყო. მიხარია, რომ მადრიდელი ვარ და ყველას დიდ მადლობას ვუხდი.“

„ეროვნულ ნაკრებში თავის დამკვიდრება მსურს. ბრაზილიის გუნდში თამაში ნებისმიერ თანამემამულეს სურს. მჯერა, რომ გარდამტეხი მომენტი სწორედ ახლა დადგება და მწვრთნელის ნდობის მოპოვებას შევძლებ.“

„თუ კარგად ვითამაშებ, მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკრების დახმარების საშუალება მექნება, ამის მჯერა.“

„ყველა ასპექტის გაუმჯობესება შემიძლია. უფრო მეტის გატანა უნდა მოვახერხო, ასევე მეტი საგოლე გადაცემა და ეფექტი.“

„მადრიდის „რეალი“ ყველა ტურნირის ფავორიტია და ეს სავსებით ნორმალურად მიმაჩნია.“

„„პსჟ“-სთან დაპირისპირება ძალიან სანახაობრივი იქნება, ამის ღრმად მწამს. ვფიქრობ, ეს დაპირისპირება 1/8 ფინალის მომდევნო ეტაპებსაც დაამშვენებდა. პოჩეტინოს განკარგულებაში მსოფლიოს რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი იქნა. ჩვენ კოლექტიური ძალისხმევის გამოყენებას ვგეგმავთ.“

„ნეიმარი დიდებული ბრაზილიელია, მის წინააღმდეგ გაორმაგებული ყურადღებით უნდა ვითამაშოთ.“

„მბაპეს პროგრესი აშკარაა. ფრანგი ფეხბურთელი ყოველწლიურად უმატებს და უფროდაუფრო მიმზიდველი მოთამაშე ხდება.“

„მოქმედი კონტრაქტი 2025 წლამდე მაკავშირებს, მაგრამ „რეალში“ უფრო დიდხანს დარჩება მსურს. მე შემეძლო „აიაქსში“ იჯარიტ წასვლა, მაგრამ მადრიდში დარჩენა ვარჩიე.“

„ვინისიუსთან და ბენზემასთან ერთად თამაში დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ფრანგის გამოცდილება მე და ვინის ძალიან გვეხმარება.“

„ვისურვებდი, რომ კარიმმა ოქროს ბურთის მოგება შეძლოს, ის ამას იმსახურებს.“

„მოდრიჩი მადრიდში ჩემი მამაა. დიახ, ლუკა მამაჩემზე მხოლოდ 1 წლით უფროსია.“ dle 10.1

  • Hala
  • 25 იანვარი 2022
  • 1652
  • 8

1

25 იანვარი 2022 22:04

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4886
ეს არაა რეალის დონის. უნდა წავიდეს

2

25 იანვარი 2022 22:09

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: LUCA MODRIC
ეს არაა რეალის დონის. უნდა წავიდეს

ანსუ ფატის დონეა😂

3

25 იანვარი 2022 22:25

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 971
ეს ფირმინიოს პოზიციაზე უნდა დადგეს.. წინ ვინი და მბაპე. მანე-სალაჰზე მუშა იქნება :3

4

25 იანვარი 2022 22:30

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 788
ამას შეუძლია მომატება და აქ როცა ვკითხულობ რომ რეალის დონის არაა და გასაშვებია ყოველთვის დიმარია მახსენდება

5

25 იანვარი 2022 22:52

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 748
კლოპი გამოწურავს ამას ძაან იკარგება ჯობია გაყიდონ ვერ იყენებს ანჩე

6

25 იანვარი 2022 23:47

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4886
ვერც ვერავინ გამოიყენებს. დარტყმისა და ჩაწოდების გარდა არაფერი უვარგა. სისწრაფე აქვს მაგრამ დრიბლინგი 0. არ არის რეალის დონის

7

25 იანვარი 2022 23:58

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1850
ციტატა: Hala madrid1902
კლოპი გამოწურავს ამას ძაან იკარგება ჯობია გაყიდონ ვერ იყენებს ანჩე

გეთანხმები, რეალი მაქსიმუმს ვერ დაადებინებს, მითუმეტეს მბაპე თუ გადმოიყვანეს, სანამ ღირს 1-2 კაპიკი უნდა გაყიდონ, თორე შერჩებათ სებალიოს/მარიანოსავით პერსპექტიულ ფეხბურთელად...

8

26 იანვარი 2022 10:51

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1128
ბენზემას ამბავი როგორ არის?

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (88)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)