Adiós a Gento, ‘La Galerna del Cantábrico’

ლეგენდა, რომელმაც ცხოვრება მადრიდის "რეალს" მიუძღვნა...


მადრიდში, 88 წლის ასაკში, ყველა დროის საუკეთესო მარცხენა გარემარბი, ფრანცისკო პაკო ხენტო ლოპესი გარდაიცვალა. ასევე, ცნობილი როგორც 'La Galerna del Cantábrico'. ხენტო დაიბადა გვარნიზოში 1933 წლის ოქტომბერში. ის გამოირჩედა სანტანდერის გუნდებში, როგორიცაა "La Montaña" და "Rayo Cantabria", სანამ არ შეუერთდა სანტანდერის "რასინგ"-ს. მისი დებიუტი პირველ დივიზიონში სწორედ ამ გუნდის რიგებში, 1953 წლის თებერვალში შედგა. არც მეტი და არც ნაკლები კატალონიის "ბარსელონას" წინააღმდეგ. მისი სიჩქარე, მანევრები, ფიზიკური ძალა და შესანიშნავი თამაშის ხარისხი არ გამორჩენია დონ სანტიაგო ბერნაბეუს. ხენტოს ცაცია და მოედანზე მისი ესტეთიურობა გულგრილს ვერავის ტოვებდა. სწორე 1953 წლის ზაფხულში მადრიდელებმა გაიფორმეს ხენტო მილიონნახევარი პესეტას სანაცვლოდ. ასე დაიწყო ისტორია 'La Galerna del Cantábrico'.

მუცა, მისი პირველი ნაბიჯები "მერენგების" რიგებში ვერ იყო ისეთი წარმატებული როგორსაც ვარაუდობდნენ. დონ სანტიგო ბერნაბეუ მის ყოფილ კლუბში დაბრუნებას სერიოზულად განიხილავდა, მაგრამ ამ დროს საქმეში ჩერთო ალფერდო დი სტეფანო რომელმაც შეხვედრისას ბერნაბეუს უთხრა - "მას ვერ მოიშორებ. ხენტოს ვიცნობ და ვიცი რა შეუძლია, 19 - 20 წლის ბიჭია რომლის დაკარგვის უფლებაც არ გაქვთ". - ამ შეხვედრისას ალფრედომ მოახერხა ბერნაბეუს დაყოლიება.

პაკომ მოლოდინი გაართმლა და უკვე ჩანდა, რომ სულ მალე გახდებოდა გუნდის ლიდერი. 1957 წელი "სანტიაგო ბერნაბეუს" სახელობის სტადიდიონი, ევროპის თასის ფინალში "ფიორენტინას" კარში გატინილი მეორე გოლით მან მოუტანა ტიტული გუნდს. ერთი წლის შემდგომ ქალაქ ბრიუსელში სადაც იმართებოდა ევროპის თასის ფინალი იტალიის "მილანთან", ყველა ხენტოს შეჰყურებდა იმედის თვალით. მატჩის 90-ე წუთზე მასთან მივიდა დი სტეფანო ხელი გადახვია გვერდით გაიყვანა და მას მიმართა: "პაკიტო როგორ ხარ? როგორ არის საქმე? მარტო შენ შეგიძლია ყველაფრის ხელში აღება. შენ გაქვს ძალა და ამიტომ ყველა შენ შემოგყურებთ. თუ შენ არ მოინდომებ ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ". - დიალოგი დასრულდა. დამატებითი დროის მეორე ტამის საწყის წუთებში ხენტომ დაიკავა საკუთარი პოზიცია, "როსონერის" მცველმა ფონტანამ კი ოდნავ მეტი სივრცე დაუტოვა მას ფლანგზე, "პაკიტომ" თავის ცაციათი შეუდარებელი დარტყმა განახორციელა. დიახ ეს იყო ნამდვილი ფინალი! მადრიდის "რეალი" 3:2 "მილანი".

1958 წლის ზაფხულ მადრიდელებს შეურთდა პუშკაში. გუნდი ჩამოყალიბდა ისტორშია ერთ-ერთი საუკეთესო შეტევითი ხაზით სადაც ასპარეზობდნენ კოპა, რიალი, დი სტეფანო, პუშკაში და ხენტო. თუმცა ამ შემდგენლობამ დიდ ხანს ვერ გაძლო, კოპამ 1959 წელს პირადი მიზეზის გამო დატოვა გუნდი, მაგრამ ამას გავლენა არ ჰქონია ხენტოს თამაშზე. მან გაიტანა 14 გოლი ლიგაში (ორი "ბარსელონას" წინააღმდეგ "კამპ ნოუზე", მატჩში, რომელიც დასრულდა 3-5 თეთრების სასარგებლოდ) და "რეალმა" ზედიზედ მეხუთედ აღმართა ევროპის ჩემპიონთა თასი.

1960-იანი წლები იყო მწარე ათწლეული თეთრებისთვის: ისინი იგებდნენ თითქმის ყველა ლიგას, მაგრამ წააგეს ევროპის თასის ორი ფინალი. გარდა ამისა, წინა ათწლეულის დიდებულმა გუნდმა დაიწყო თავისი დიდი გმირების დაკარგვა: გუნდი დატოვა დი სტეფანომ 1964 წელს, ევროთასების ფინალში ინტერთან წაგების შემდეგ (3-1). 1966 წელს გუნდი დატოვა პუშკაშმა.

ხენტოს აკლდებოდა სიწრაფე, მაგრამ მისი საფეხბურთო ცოდნა მას აძლევდა იმის საშვალებას, რომ 1966 წელს ახალაგაზრდა გუნდისთვის ეკაპიტნა და დაუფლებოდა მეექვსედ ევროპის ჩემპიონთა თასს. - რა მოხდე შემდგომ? ხენტო გახდა პირველი და ერთადერთი ფეხბურთელი დღემდე, რომელმაც შეძლო ფოტოს გადაღება: მის მიერ მოპოვებულ ექვს ევროთასთან.

მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დასასრული. 1971 წელს და მას შემდეგ, რაც მადრიდის "რეალი" თასების მფლობელთა თასის ფინალში დაეცა, ბერნაბეუმ გუნდის გადაკეთება გადაწყვიტა. არავინ არაფერს ეუბნებოდა ხენტოს, სანამ რაიმუნდო საპორტამ, გუნდის მაშინდელმა ვიცე-პრეზიდენტმა, არ დაურეკა მას სახლში: „მეგონა, რადგან კაპიტანი ვიყავი, დამირეკა, რომ რჩევა ეკითხა ფეხბურთელების შესახებ, როგორ მოქმედებდა გუნდი თამაშის განმავლობაში. ალაბათ უნდა გვესაუბრა განვლილ სეზონზე, შემდეგ კი ის პრეზიდენტთან განიხილავდა ყოველივეს. თუმცა, მან დაიწყო საუბარი ჩემს კარიერაზე, რომ გუნდში 18 წელი ვიყავი, ჩემს მომავალზე, რომ შემეძლო გამეგრძელებინა რაღაცნაირად კლუბთან კავშირი. ამას რომ მეუბნებოდა, გამახსენდა ალფრედო (დი სტეფანო)... ნელ-ნელა მივხვდი, რომ მეუბნებოდა, რომ არ აპირებდა ჩემთვის კონტრაქტის გაგრძელებას, სანამ არ შემომთავაზა, გავმხდარიყავი გუნდის მწვრთნელი. ახალგაზრდული გუნდის, სადაც იმდენს გადამიხდიდნენ რამდენსაც ფეხბურთელობის დროს გამოვიმუშავებდი. გუნდში წარდგენის დღეს დავემშვიდობე ყველას, ისინი შორტებში იყვნენ მე კი კოსტიუმში გამოწყობილი. ასე წამოვედი“.

ხენტო ყოველთვის დაკავშირებული იყო "თეთრებთან" (ის ასევე ავარჯიშებდა კასტელიონს, პალენსიას და გრანადას), 21-ე საუკუნის დასაწყისში იგი დაინიშნა მადრიდის "რეალის" ელჩად, რომელიც მოგზაურობდა მთელ ევროპაში მადრიდელთა გუნდის წარმომადგენლად. 2016 წელს იგი ერთხმად აირჩიეს "ბლანკოსის" საპატიო პრეზიდენტად, მას შემდეგ რაც მისი დიდი მეგობარი ალფრედო დი სტეფანო გარდაიცვალა. ბევრი სტატიები მიეძღვნება ლეგენდის ხსოვნას და ბევრ სათაურებს ვიხილავთ, თუმცა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის იყო ყველა დროის საუკეთესო მარცხენა გარემარბი.

Adiós a Gento, ‘La Galerna del Cantábrico’!!!


წყარო: "as.com" dle 10.1

  • tskito
  • 18 იანვარი 2022
  • 884
  • 5

1

18 იანვარი 2022 15:01

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მეც მილანმა გამისხა და ყამრავს. იტოგში როცა ბოლო იგრა მრჩება ან მსაჯი ა.ვავს, ან მეკარე იტ.ავს ყველაფერს, ნუ რაღაც ხდება ისეჰი რო ჩამეჯვას ბილეთში.

2

18 იანვარი 2022 16:03

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1128
უდიდესი ლეგენდა წავიდა, მადლობა პაკო ყველაფრისთვის რაც რეალში გააკეთე

3

18 იანვარი 2022 16:11

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: ZIDANE5
უდიდესი ლეგენდა წავიდა, მადლობა პაკო ყველაფრისთვის რაც რეალში გააკეთე

ძმა ტენისი იცი შენ? ავსტრალიის ღია პირველობა დაწყებულა, და ნეტა ღირს ყომარი? აზეკივარ, მარა არასოდეს მიყომარია ჩოგბურთი. ამ ფეხბურთებმა მხოლოდ დსმაწვიტა ნერვი. ხან მილანი, აი როცა ჰოპ და ბოლო იგრა მრჩება ვსიო.

4

18 იანვარი 2022 17:14

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1128
ციტატა: დავიდ ალაბა
ციტატა: ZIDANE5
უდიდესი ლეგენდა წავიდა, მადლობა პაკო ყველაფრისთვის რაც რეალში გააკეთე

ძმა ტენისი იცი შენ? ავსტრალიის ღია პირველობა დაწყებულა, და ნეტა ღირს ყომარი? აზეკივარ, მარა არასოდეს მიყომარია ჩოგბურთი. ამ ფეხბურთებმა მხოლოდ დსმაწვიტა ნერვი. ხან მილანი, აი როცა ჰოპ და ბოლო იგრა მრჩება ვსიო.

კი ბრატ წეღან გავარტყი ციციპასის -5.5 ფორით მოგება გეიმებში დაჯდა, ნადალის -7.5 მიწერია ეხლა ფორა გეიმებში. ჰოკეისაც ვთამაშობ მარა იშვიათად, ფეხბურთს კალათბურთს და ჩოგბურთს ხშირად

მილანი მეც მედო ნეხვი გუნდი, მილანს რო დადებ კი ხარ ღირსი წააგო და ვერ ვისწვალე რო არ დავდო ეს სირი გუნდი

5

18 იანვარი 2022 17:23

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: ZIDANE5
ციტატა: დავიდ ალაბა
ციტატა: ZIDANE5
უდიდესი ლეგენდა წავიდა, მადლობა პაკო ყველაფრისთვის რაც რეალში გააკეთე

ძმა ტენისი იცი შენ? ავსტრალიის ღია პირველობა დაწყებულა, და ნეტა ღირს ყომარი? აზეკივარ, მარა არასოდეს მიყომარია ჩოგბურთი. ამ ფეხბურთებმა მხოლოდ დსმაწვიტა ნერვი. ხან მილანი, აი როცა ჰოპ და ბოლო იგრა მრჩება ვსიო.

კი ბრატ წეღან გავარტყი ციციპასის -5.5 ფორით მოგება გეიმებში დაჯდა, ნადალის -7.5 მიწერია ეხლა ფორა გეიმებში. ჰოკეისაც ვთამაშობ მარა იშვიათად, ფეხბურთს კალათბურთს და ჩოგბურთს ხშირად

მილანი მეც მედო ნეხვი გუნდი, მილანს რო დადებ კი ხარ ღირსი წააგო და ვერ ვისწვალე რო არ დავდო ეს სირი გუნდი

რავი რომას მოუგეს და სპეცია რახა იყო? ან იმ მსაჯმა რა ქბა, იმ მეკარემ ცალკე, კაროჩე მშვენიერ ბილეთში მსგავსი ჩა.ა როგორ ავირიდო? მერე სუ ჩემ თავს ვიდსნაშაულებ და მეღრღნება ნერვი ხო აზე ხარ. იუვემ ბრატ 4200 ლარი ამომაცალა ჯიბიდსნ შარშან უდინეზეს რო ვერ მოუგეს. კაროჩე.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)