ანჩელოტი:„ესპანეთის სუპერთასის მოგება ჩვენი დიდი მიზანია“

კარლო ანჩელოტიმ ესპანეთის სუპერთასის მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, „რეალს“ „ბილბაოს“ სახით ძალიან ძლიერი და სოლიდური მეტოქე ჰყავს...


„მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა აღდგენითი პროცედურები წარმატებით გაიარა და დაღლილი არ არის. სამწუხაროდ, კარვახალი არ გვეყოლება, ვინაიდან ის კოვიდდადებითია, ასევე საეჭვოა დავიდ ალაბასა და მარკო ასენსიოს მოედანზე გასვლა. ავსტრიელთან და ესპანელთა ექიმებს ინტენსიური კომუნიკაცია ექნებათ, მათზე დაკვირვებას ვარჯიშზეც ვაწარმოებთ.“

„„ბილბაო“ ძალიან ძლიერი გუნდია და ამის შესახებ „რეალის“ ფეხბურთელებს კარგად მოემზადებათ. ბოლო თვეში ბასკების წინააღმდეგ ორჯერ ვითამაშეთ, ერთხელ მადრიდში, ხოლო მეორედ „სან მამესზე“. ვფიქრობ, სერიოზული ბრძოლა გველის.“

„„ატლეტიკისა“ და „ბარსელონას“ მახასიათებლები ერთმანეთისგან მნიშვნელოვან განსხვავდება, სწორედ ამიტომ გადაწყობა მოგვიწევს. მარსელინიოს გუნდის დაცვაში შესანიშნავია, ასევე ძალიან სწრაფად და აგრესიულად გადადის შეტევაში. თითოეულ კომპონენტს დიდი მნიშვნელობა აქვს.“

„მარსელინო შესანიშნავი სპეციალისტია, ჩვენ ვიხილეთ ფოტოები, როდესაც ერთმანეთს ფეხბურთელის რანგში დავუპირისპირდით. არ მახსოვდა, რომ მასთან აქამდე შეხება მქონდა. „ბილბაოს“ მწვრთნელს ძალიან უყვარს დეტალებზე ორიენტირება და სწორედ ეს არის მისი წარმატების გასაღები. მარსელინოს გუნდები ყოველთვის მობილიზებულები არიან და წვრილმანებს ყურადღებას აქცევენ.“

„კარვახალმა „ელ კლასიკოს“ მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა, ესპანელი ბრწყინვალე იყო, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. სამწუხაროდ, მას კოვიდ 19 დაუდასტურდა და იძულებითი პაუზის აღება მოუწევს. ეს ჩვენი რეალობაა, აქედან გამომდინარე, ვერაფერს შევცვლით.“

„თუ ერთ დღეს დაცვით ფეხბურთს ვთამაშობს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეორე მატჩშიც მსგავსი სტილი გვექნება. ყველა პაექრობას თავისი მახასიათებლები აქვს და განსხვავებული საჭიროებები დგება. ვიცით, რომ ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე უნდა ვიდგეთ, როგორც კონტრ-შეტევის, ასევე ბურთის ფლობის დროს.“

„არასდროს ვათამაშებ ფეხბურთელს, რომელსაც ტრავმის რისკი აქვს. რატომ? იმიტომ, რომ მოთამაშეების ჯანმრთელობა უპირველესია.“

„საუდის არაბეთში საკმაოდ კარგი გარემო დაგხვდა. „ელ კლასიკოს“ მიმართ ინტერესი ძალიან დიდი იყო. დარწმუნებული ვარ, ანალოგიურს ვიხილავთ ფინალურ მატჩშიც.“

„მენდი „ბარსელონასთან“ ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ის ბრწყინვალედ ასპარეზობდა დანი ალვეშის წინააღმდეგ და მეორე გოლშიც ლომის წვლილი შეიტანა. ფრანგი მოთამაშე ძალიან ეფექტურია, როგორც უკანა ხაზში, ასევე შეტევების დროს.“

„ვინისიუსი მრავალმხრივი ფეხბურთელია და სახიფათო მომენტს ქმნის, როგორც საჯარიმოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ვეცდებით, ბრაზილიელსა და ბენზემას შესანიშნავი გარემო შევუქმნათ.“

„მშვიდად ვარ და მჯერა ჩემი ფეხბურთელებით. საუკეთესო კონდიციაში შობის წინა კვირებში ვიყავით, თუმცა ახლაც მოვუმატეთ და ვფიქრობ, პროგრესი გარდაუვალია.“

„ბენზემა ძალიან პროდუქტიულია. ფრანგმა უდიდესი გამოცდილება მიიღო და მეტი დაფასება აქვს. ბუნებრივია, ფრანგს ახლა გაცილებით მეტი ავტორიტეტით შეუძლია სარგებლობდა, ვიდრე 6 წლის წინ.“

„კარიმისა და მბაპეს ურთიერთობა? ისინი ფრანგები არიან და ნაკრებში ერთად თამაშობენ. მე ტრანსფერზე ახლა ვერ ვისაუბრებ, თუმცა თუ მბაპე მართლაც მადრიდელი გახდებას, ბენზემას ეს ამბავი ყველაზე მეტად გაეხარდება.“ dle 10.1

  • Hala
  • 15 იანვარი 2022
  • 1849
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)