კროოსი:„კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მივიღე, ეს საკითხი დაიხურა“

ტონი კროოსმა მომავალთან დაკავშირებით რადიკალური განცხადებები გააკეთა და ფაქტობრივად საჯარო გახადა, რომ მისი გადაწყვეტილება არ შეიცვლება...


„კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე სპეციალურად გავახანგრძლივე, ვინაიდან ვთვლიდი, რომ ეს იქნებოდა საუკეთესო დრო გადაწყვეტილების მისაღებად. მე გადაწყვეტილება მკაფიოდ მაქვს მიღებული და დაფიქსირებული. ასევე ინფორმირებულია მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა. დიახ, კარიერას აქ დავასრულებ და ვადები არ შეიცვლება.“

„ჩვენ გვაქვს შესანიშნავი ურთიერთობა, რომლის სიმყარესაც სასწორზე არასდროს დავდებ. „რეალი“ ჩემი კლუბია და სწორედ აქ დასრულდება საფეხბურთო ეპოქაც.“

„ბევრი ფიქრი აღარ მჭირდება, ვინაიდან გადაწყვეტილება უკვე არსებობს. პოზიციის შეცვლა წარმოუდგენლად მიმაჩნია. შესაძლოა ფიზიკურად კვლავ მოწოდების სიმაღლეზე ვიდგე, მაგრამ ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. 100%-იანი ცხოვრებაში არაფერია, თუმცა ახლა ასეთი პოზიცია მაქვს.

„დიახ, ეს მომენტი ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ძალიან რთულია, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ამისთვის წინასწარ მოვემზადები და განვითარებულ მოვლენებს მშვიდად მივუდგები.“

„არავითარი სპეკულაციები არ იქნება, მიზეზი კი საკმაოდ მარტივია - მე პოზიციას არ ვცვლი.„

„მბაპეს და ჰოლანდის ტრანსფერი? წლებია „მერენგების“ სადარაჯოზე ვდგავარ. საუკეთესო ფეხბურთელებს ყოველთვის ამ კლუბს უკავშირებენ.“ dle 10.1

  • Hala
  • 10 იანვარი 2022
  • 2594
  • 4

1

10 იანვარი 2022 21:41

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ზიდან5. არაუხო ყველაზე ნათელი წერტილია ისე ამ ბარსაში.

2

10 იანვარი 2022 21:43

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1850
2023-ში მოდრიჩი-კროოსი წავა და იცის სავარაუდოდ ხელმძღვანელობამ და იმედია იმუშავებენ ამ საკითხზე შეარჩიონ სწორი კანდიდატურები + გააცილონ ლეგენდები როგორც საჭიროა.

3

10 იანვარი 2022 21:52

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1706
ტონი კლასნი ეს და მოდრიჩი ამათი შემცვლელი სად მოვძებნოთ

4

11 იანვარი 2022 07:47

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Toni inteligentia

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)