„რეალი“ და „დორტმუნდი“ ჰოლანდზე შეთანხმდნენ?

გერმანული გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალმა“ და „დორტმუნდის“ ბორუსიამ მნიშვნელოვან საკითხზე მიაღწიეს შეთანხმებას, თუმცა ამ შეთანხმების გასაფორმებლად თავად ფეხბურთელის დასტური იქნება საჭირო...


„დორტმუნდს“ ნორვეგიელი ფორვარდის 2023 წლის 30 ივნისამდე დატოვება სურს, რასაც გარკვეულწილად მადრიდის „რეალიც“ ემხრობა, რადგან მოთამაშისთვის სასტარტო შემადგენლობაში ადგილი 2023 წელს უფრო გამოჩნდება, ვიდრე 2022-ში.

2022-ში პერესის უმთავრესი მიზანი კილიან მბაპეა, ცენტრ ფორვარდად კი კარიმ ბენზემას გამოყენება კიდევ მინიმუმ 2 წლის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

ჰოლანდი BVB-ში დარჩენის შემთხვევაში, კიდევ უფრო დიდ გამოცდილებას მიიღებს და 2023 წელს „რეალს“ ბევრად ძლიერი შეუერთდება, თავის მხრივ, იმ დროისთვის სამეფო კლუბში კარიმის შემცვლელის საკითხი სერიოზულად იქნება დაყენებული.

იმ შემთხვევაში, თუ ჰოლანდი და მისი გარემოცვა ამ წინადადებას დათანხმდება და სხვა ტოპ კლუბების შემოთავაზებებს დაბლოკავს, ტრანსფერი შესაძლოა 2022-ის ნაცვლად 2023 წელს შედგეს.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რისკების დაზღვევის მიზნით, ფლორენტინო ჰოლანდს მომდევნო ზაფხულს მაინც დაიმატებს, თუმცა ფეხბურთელს ბუნდესლიგაში 1 წლიანი იჯარით გაუშვებს.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და რა პოზიციას დააფიქსირებს ნორვეგიელი ფეხბურთელი. dle 10.1

  • Hala
  • 6 იანვარი 2022
  • 2689
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (223)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)