ანჩელოტი:„მბაპე „რეალში“ იანვარში არ გადმოვა“

კარლო ანჩელოტიმ „ალკოიანოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და გუნდში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა...


„სამეფო თასის მატჩებს საკმაოდ დიდ მნიშვნელობას მივანიჭებთ, რადგან ტიტულის აღმართვა გვსურს. ვიცით, რომ „ალკოიანოსთან“ სრული კონცენტრაცია გვმართებს. „ხეტაფესთან“ მატჩის შემდეგ ბენზემა, მოდრიჩი, კურტუა და მენდი გადაიტვირთნენ, არ არის ვინიც, 5 ფეხბურთელი გამოგვაკლდა, მათ დასვენების საშუალებას მივცემ.“

„ტიბოს ანდრეი ლუნინი შეცვლის, უკრაინელი ძალიან კარგად მუშაობს და შრომა უნდა დაუფასდეს, მას მოედანზე პირველივე წუთებიდან ვიხილავთ.“

„მბაპეზე ახლა ვერ ვისაურებთ, მისი იანვარში აქ ხილვა წარმოუდგენლად მიმაჩნია. მოდით იანვარში ამ თვის მატჩებზე ვისაუბროთ.“

„არ ვფიქრობ, რომ ამ თვეში გუნდს რომელიმე ფეხბურთელი დატოვებს, თუმცა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. 31 იანვრამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი. გუნდს კარგად აწყობილი მენეჯმენტი აქვს.“

„ვიმედოვნებ, გარეთ ბეილი „ვალენსიასთან“ დაბრუნდება, ის გუნდს მალე შემოუერთდება, თუმცა „ალკოიანოსთან“ ვერ ვიხილავთ.“

„ვიწყებთ მოძრაობას გზაზე, რომელიც საკმაოდ რთული იქნება. გვჯერა, რომ Copa Del Rey-ს მოგება შესაძლებელია.“

„გასულ წელს „ბლანკოსმა“ ყველასათვის მოულოდნელად წააგო „ალკოიანოსთან“ და ტურნირს გამოემშვიდობა. ფეხბურთელებთან ამ თემაზე საუბარი მქონდა. შეცდომების გამეორება გეგმაში რა თქმა უნდა არ არის.“

„მომავალ სეზონზე უკვე ვფიქრობთ და ბევრ სიახლეს ვგეგმავთ. ზოგადად „რეალის“ დონის კლუბში ყოველთვის არსებობს გრძელვადიანი პერსპექტივა, თუმცა ახლა მხოლოდ მატჩებზე ვართ ორიენტირებულები.“

„სებალიოსს აქვს შესაბამისი კლასი იმისათვის, რომ მადრიდში არსებული სტანდარტები დააკმაყოფილოს. მრავალთვიანი პაუზის შემდეგ დანი მწყობრში ჩადგა და შანსს აუცილებლად მიიღებს. სეზონის მეორე ნაწილში ესპანელ შუახაზელს ხშირად ვიხილავთ საქმეში.“

„ვინისიუსი პატივს სცემს ესპანეთში არსებულ პროტოკოლს. ის „ალკოიანოსთან“ დაპირისპირებაში გუნდს ვერ დაეხმარება.“

„მატჩს საკმაოდ სერიოზულად ვუყურებ და არ ვაპირებ წუთების მიცემას მათთვის, ვისაც ამის პრობლემა აქვს. მოედანზე საუკეთესო თერთმეტეული უნდა გავიდეს.“

„ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც სასტარტო გარანტირებული აქვს, ანდრეი ლუნინია. დანარჩენი მოთამაშეებისგან შემადგენლობის ფორმირებას დღეს საღამოს მოვახდენ.“

„ფაქტია, რომ „ხეტაფესთან“ მარცხი ძვირად დაგვიჯდა, ვინაიდან ჩვენმა უახლოესმა მდევარმა „კადისი“ დაამარცხა და 3 ქულა ჩაიწერა აქტივში. ვითარების შეცვლა გვმართებს, ამისთვის კი ბევრი მუშაობაა საჭირო. ქულების დაკარგვა აღარ შეიძლება.“ dle 10.1

  • Hala
  • 4 იანვარი 2022
  • 1016
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (223)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)