რამოსი სენეგალს ესტუმრება

რამოსი სენეგალს ესტუმრება


სერხიო რამოსი უახლოეს მომავალში სენეგალში ჩავა და საქველმოქმედო ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. პროექტის მიზანი გაჭირვებული ბავშვების დახმარებაა.


ფეხბურთელი სენეგალს UNICEF-ის მიწვევით სტუმრობს. როგორც თავად სერხიო აღნიშნავს, მისთვის დიდი პატივია მონაწილეობა მიიღოს მსგავსი ტიპის საქველმოქმედო პროექტში. რამოსმა მიწვევა მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებისთანავე მიიღო, რაზეც თანხმობა მაშინვე განაცხადა.

სენეგალის იმ რეგიონებში, რომლებსაც რამოსი ეწვევა, ბავშვთა 25 პროცენტს ჯანმრთელობის მხრივ სერიოზული პრობლემები აქვს. პროექტის ფარგლებში გატარდება სამედიცინო ღონისძიებები ბავშვების დასახმარებლად. პატარების დაცვის გარდა, პროექტი მოიცავს სენეგალში სკოლების მშენებლობის დაწყებას. რამოსი ბავშვებს შეხვდება, გაესაუბრება და მათთან ერთად ფეხბურთს ითამაშებს.

როგორც ცნობილი გახდა, UNICEF მსოფლიოს სხვა ჩემპიონების მიწვევასაც აპირებს აფრიკის განსხვავებულ ქვეყნებში.

ინფორმაციის წყარო: defensacentral.com dle 10.1

  • niko
  • 16 ივლისი 2010
  • 1672
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (19)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)