ანჩელოტი:„სწორედ ამიტომ წავაგეთ, მიზეზი მხოლოდ ერთია“

კარლო ანჩელოტიმ „ხეტაფესთან“ წაგების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„წაგების მიზანი მხოლოდ ერთია. როგორც სჩანს, საშობაო არდადაგები გუნდზე ცუდად აისახა. კოლექტივი ისევ შვებულებაში იყო. გვაკლდა ერთგულება, გვაკლდა შემართება და მოტივაცია, რამაც საბოლოო ჯამში 3 ქულა დაგვაკარგინა. ეს იყო აბსოლუტურად უსახური და უპერსპექტივო მატჩი. ჩვენ წაგებას არ ვიმსახურებდით, რადგან მომენტები მაინც შევქმენით. ფრე სამართლიანი შედეგი იქნებოდა, თუმცა საერთო ჯამში ძალიან ცუდად ვითამაშეთ.“

„ჩვენ საბაბს არ ვეძებთ. ვიცით, რას ასპექტები დასახვეწი და ამაზე დიდ მუშაობას ვგეგმავთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ წაგებას არ ვიმსახურებდით, თუმცა არც მოგებას ვიმსახურებდით.“

„მსაჯის მოქმედებები არ იყო გადამწყვეტი. დიახ, მსაჯმა ყვითელი ბარათი მიჩვენა, რადგან ჩემი რეაქციები მკაფიო იყო.“

„ჩვენ ლიდერები ვართ და ენთუზიაზმით მუშაობა გვმართებს. გუშინდელი ვარჯიშის შემდეგ ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მათი გარჯა მომეწონა, თუმცა დღეს რადიკალურად განსხვავებული სურათი ვნახე.“

„აზარი ბევრს ცდილობდა, მას მარსელო დიდ დახმარებას უწევდა, თუმცა საბოლოო ჯამში ფონს მაინც ვერ გავედით. შემდეგ მატჩები სულ სხვა ფეხბურთს გპირდებით.“

„როდრიგომ ინფექცია დაამარცხა და ბუნებრივია, 90 წუთის მანძილზე მისი საქმეში ხილვა შეუძლებელი იყო.“

„მარსელო შეტევაში ძალიან ნაყოფიერია, ბრაზილიელს არნახული გამოცდილება აქვს და დიდი ტექნიკის საფუძლველზე წინა ხაზს უფრო მრავალფეროვანს ხდის. სწორედ ამიტომ გამოვიდა კაპიტანი მოედანზე.“ dle 10.1

  • Hala
  • 2 იანვარი 2022
  • 5205
  • 3

1

3 იანვარი 2022 00:53

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2641
საშობაო არდადეგები მარტო შენ გქონდა შე ჩემისა. ყველა გუნდი ისვენებდა. თავიდანვე შეცდომა იყო ასენსიო როდრიგოს ერთად დაყენება, აზარს უნდა დაეწყო თავის ფლანგზე. ბოლო სამ თამაშში 2 ში გოლი ვერ გავიტანეთ და ეს აშკარად რაღაცის ბრალია! თან ვის ვერ გავუტანეთ, კადისს და ხეტაფეს. ვინმე საშვალო დონის გუნდი მაინც ყოფილიყო! ასეთ რეალს ოსჟ ააწიოკებს თუ არ გამოასწორეს თამაში. მილიტაომ კიდე რა იკისრა. კიი კარგი მცველია და დაამტკიცა , მაგრამ მაღალი დონის მცველები ესეთ ელემენტარულ შეცდომებს არ უნდა უშვებდნენ!

2

3 იანვარი 2022 02:05

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
სხვათაშორის ანჩელოტოს ერთი პრობლემა ის არის რო მეორე წრეში მისი გუნდები ყოველთვის ცუდად თამაშობენ
იმედია ესე არ დაემართებათ .
ისეთი უპირატესობა გვაქვს რომ ამის განიავენა არ შეიძლება.
რავი რაც არ უნდა ცუდად ჩანდეს ფაქტია რომ შემქმნელი ნახევარ მცველი არ გვყვას
აი კი კარგები არიან მოდრიჩი და კროსი მაგრამ არ მახსენდება რომ
ეგენი გამხდარიყვნენ საგოლე გადაცემით პირველ ადგილზე ვინმეს თუ გახსოვთ გამახსენეთ.
რაგაცატო მგონია რომ ბარსას ვერ მოვუგებთ და პსჟ ძალიან გაგვიჭირდება
რადგან ფაქტი რომ მარტო ვინი არის ვინც თამაშ ამევავებს და პირველ რიგში მაგას უნდა გავუგთხილდეთ რამე რომ არ მოივიდეს

3

3 იანვარი 2022 11:38

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1182
„წაგების მიზანი მხოლოდ ერთია. როგორც სჩანს, საშობაო არდადაგები გუნდზე ცუდად აისახა. კოლექტივი ისევ შვებულებაში იყო. გვაკლდა ერთგულება, გვაკლდა შემართება და მოტივაცია.....
მიზანი? სერიოზულად? რეებს წერთ? რა ერთგულება გვაკლდა, საერთოდ ესეთი სისულელები ილაპარაკა რეალის მწვრთნელმა? მე მგონ აქ რაღაც შეცდომაა თარგმანშია ვიღაცა დაკარგული.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (223)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)