“კასტილიაში” ახალი ფეხბურთელები გამოჩნდნენ

“კასტილიაში” ახალი ფეხბურთელები გამოჩნდნენ


“რეალის” სარეზერვო გუნდმა საზაფხულოდ უკვე 4 შენაძენი გააკეთა. ახალწვეულები იმედოვნებენ, რომ “კასტილია” მომდევნო სეზონში სეგუნდა დივიზიონის საგზურს მოიპოვებს.


ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს გახდა ცნობილი ხოსელუს ტრანსფერის შესახებ. 20 წლის ესპანელმა ფორვარდმა გასული სეზონი ერთწლიანი არენდით მშობლიურ “სელტაში” გაატარა, სადაც 24 მატჩში 5 გოლის გატანა შეძლო. “ფორვარდის უპირველესი ფუნქცია გოლების გატანაა, თუმცა საჭიროა გუნდური ინტერესებიც გაითვალისწინო. ჩემი უმთავრესი მიზანი, მთავარი მწვრთნელის, ალეხანდრო მენენდესის, ნდობის მოპოვებაა. ვიცი, რომ ჩემი ტრანსფერი სწორედ მისი რეკომენდაციით განხორციელდა და ამიტომ ვალდებული ვარ, მწვრთნელის მოლოდინი გავამართლო,” - აღნიშნავს ხოსელუ.

ხესუს ფერნანდესმა გასული სეზონი “ნუმანსიაში” გაატარა. ის ამ კლუბის აღზრდილია. 22 წლის მეკარეს სეგუნდაში დებიუტი, გასულ სეზონში, “რეალ უნიონის” წინააღმდეგ ჰქონდა. ჯამში კი მის ანგარიშზე 5 მატჩია. “კასტილიაში” საკმაოდ პერსპექტიული კიპერები ასპარეზობენ, თუმცა ხესუსი კონკურენციისთვის მზადაა: “ვიცი, რომ “კასტილიაში” ძალიან ძლიერი მეკარეები ირიცხებიან, თუმცა საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ. ბევრს ვიუშავებ და დავამტკიცებ, რომ “სამეფო კლუბს” ტყუილად არ შევუძენივარ. როგორც კი “რეალის” შემოთავაზებაზე მითხრეს, არც დავფიქრებულვარ, თანხმობა ისე განვაცხადე. “ბლანკოსი” წინადადებით ყოველთვის არ მოგმართავს და ამიტომ შანსი უნდა გამოიყენო.”

21 წლის ნახევარმცველი არმანდო სოსა პენია, იგივე მანდი, “სამეფო კლუბმა” “პონფერადინადან” გადაიბირა. ფეხბურთელი, რომელიც პედრო მოსკერას შემცვლელად მოიაზრება, “ვილიარეალის” აღზრდილია. მანდი იმედოვნებს, რომ მისი სადებიუტო სეზონი წარმატებული გამოვა: “გუნდში ადაპტაცია უკვე გავიარე. ჩვენი მიზანი სეგუნდაში დაბრუნება იქნება, რაც ამ კონტიგენტით რთული ამოცანა არ იქნება. ვიმედოვნებ, რომ ახალწვეულები “კასტილიას” დიდ დახმარებას გავუწევთ.”

“კასტილიას” ჯერჯერობით ბოლო შენაძენი კი პაბლო ხილი გახლავთ. 21 წლის ფეხბურთელი 2008-2010 წ.წ. სეზონებში “ალბასეტეს” ღირსებას იცავდა, სეგუნდა დივიზიონში 29 მატჩი ჩაატარა და 1 გოლიც გაიტანა. ხილი ახალ სეზონს მოუთმენლად ელის: “ბევრი მუშაობა მომიწევს, თუმცა ამისთვის მზად ვარ. როდესაც მსოფლიოს საუკეთესო კლუბის ღირსებას იცავ, მეტი მოგეთხოვება. სეგუნდა დივიზიონში საკმარისი გამოცდილება მაქვს მიღებული, თუმცა ახლა სულ სხვა კლუბსა და დივიზიონში მომიწევს ასპარეზობა. ძალიან კმაყოფილი დავრჩი ვალდანოსთან და მაურინიოსთან შეხვედრით. ჩემი სამომავლო კარიერული წინსვლისთვის ამ ადამიანების დიდად მეიმედება.”

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com dle 10.1

  • niko
  • 16 ივლისი 2010
  • 1795
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)