პედრო ლეონი - ახალი მადრიდისტა

როგორც უკვე გაუწყეთ, მადრიდის "რეალმა" "ხეტაფედან" პედრო ლეონი გადმოიბირა.


23 წლის ნახევარმცველი ძირითადად მოედნის მარჯვენა ფრთაზე ირჯება.მიუხედავად თავისი ასაკისა, მან უკვვე რამდენიმე კლუბში მოახერხა თამაში ("მურსია," "ლევანტე," "ვალიადოლიდი" და "ხეტაფე").

თავდაპირველად, პედრომ "მულაში" დაიწყო საფეხბურთო კარიერა, რის შემდეგაც "რეალ მურსიას" მაისური მოირგო.3 სეზონის განმავლობაში, ლეონმა 71 მატჩი ითამაშა და 10 გოლი შეაგდო.შემდეგ ფეხბურთელი ვალენსიურ "ლევანტეში" გადაბარგდა, სადაც 27 თამაში და სამი გოლი ჩაიწერა აქტივში.

2008 წლის ზაფხულში ახალგაზრდა ესპანელმა "ვალიადოლიდის" ღირსების დაცვა დაიწყო.მან 36 დაპირისპირება გამართა და ამ შედეგს 6 ბურთიც მიაყოლა.ბოლოს კი, მოთამაშე "ხეტაფეში" ჩაირიცხა.გასულ სეზონში, პედრომ საკუთარი გუნდის 42 შეხვედრაში დაღვარა ოფლი და მადრიდელებს 9 გოლით შეეწია.

აქვე მინდა გითხრათ, რომ 2007 წლიდან ის "ფურია როხას" 21 წლამდელთა ნაკრების წევრიც გახლავთ, სადაც 1 გოლი აქვს გატანილი.

უნდა აღინიშნოს, რომ პედრო ლეონი სისწრაფითა და გონივრულობით არის გამორჩეული.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო ამ ფეხბურთელზე. ვიდეოს სანახავად დააკლიკეთ "აქ" dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (12)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)