კლოპი:„დაჟინებით მოვითხოვ „რეალის“ ფეხბურთელის ტრანსფერს“

იურგენ კლოპი მიხვდა, რომ კილიან მბაპეს „ლივერპულში“ ტრანსფერი წარმოუდგენელია, ამიტომ გეზი შეცვალა და სრული კონცენტრაცია მადრიდის „რეალის“ ბრაზილიელ შემტევზე გადაიტანა...


როდრიგო გოეში მერსისაიდელთა რადარზე უკვე დიდი ხანია მოქცეულია, ახლა კი გუნდი მაქსიმუმის გაკეთებას ეცდება ბრაზილიელი წინახაზელის დასამატებლად.

კლოპმა ხელმძღვანელოას განუმარტა, რომ გოეშში უდიდეს პერსპექტივას ხედავს და მოთამაშე „ლივერპულში“ ბევრად ეფექტური იქნება, ვიდრე „რეალშია“, ამიტომ ეს ტრანსფერი უნდა შედგეს.

ანალოგიური სიტუაცია იურგენს მაშინაც ჰქონდა, როდესაც დიოგო ჟოტას ტრანსფერს დაჟინებით ითხოვდა, თუმცა ვერავინ ხვდებოდა, რას ხედავდა გერმანელი სპეციალისტი პორტუგალიელში. დღეს ფაქტია, რომ ჟოტა პრემიერლიგაში საოცარ შთაბეჭდილებას ტოვებს.

„ლივერპულის“ დამრიგებლის აზრით, როდრიგო შესანიშნავად გაუგებს სალაჰსა და მანეს, ის ბრწყინვალედ მოერგება მერსისაიდელთა ფილოსოფიას.

ბრიტანული გამოცემების ცნობით, „ლივერი“ მადრიდის „რეალს“ ფეხბურთელის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს შესთავაზებს. ინგლისელები დარწმუნებულები არიან, რომ ფლორენტინო პერესი ამ წინადადებას დათანხმდება. dle 10.1

  • Hala
  • 26 დეკემბერი 2021
  • 5629
  • 1

1

26 დეკემბერი 2021 13:34

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1805
80 ლიმონი კაი კუშია.უნდა გაყიდოს
-----------------------
Decimotercero

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)