დონ ჟოზე დამნაშავე არ არის

მას შემდეგ რაც მადრიდის რეალს სათავეში ჩაუდგა სპეციალისტი, რომელიც არის დედამიწის ზურგზე საუკეთესო, მასზე დიდ იმედებს ამყარებენ. იგი არის უდავოდ საუკეთესო სამწვრთნელო საქმეში. მან თავისი მიზანსწრაფული ქმედებით და შრომისუნარიანობით ყველას შეაყვარა თავი.იგი არასოდეს არ ნებდება, ბოლომდე იბრძვის მან თავის თავს უწოდა ეს სიტყვები ‘’მე განსაკუთრებული ვარ’’ დამეთანხმებით, რომ ეს მართლაც ასეა. მაშ ასე მეგობრებო როგორც მიხვდით მე ამ სტატიაში მინდა ვისაუბრო ‘’მადრიდის რეალის’’ მთავარ მწვრთნელზე დონ ჟოზე მოურინიოზე.


როგორც მავანი ამბობს მისი მოსვლის შემდეგ ‘’ბლანკოსში’’ აირია ყველაფერი. დონ ჟოზეს მოსვლის შემდეგ რატომღაც რაულმა და გუტიმ გადაწყვიტეს კლუბიდან წასვლა.ბევრის აზრით ეს ყოვლად დაუშვებელია რადგან ორივე ‘’მადრიდისტა’’ ‘’მადრიდის რეალის’’ სული და გულია.დონ ჟოზემ უფრო კარგად იცის ვინ ჭირდება კლუბში მას და ვინ არა!!! თუმცა... აი თურმე რა ხდება ამ ჩვენს საყვარელ კლუბში. ბევრმა გაიგო ეს და ბევრმაც კი ვერა... ვინც ვერ გაიგო იმათ ვთხოვ დაკვირვებით და შინაარსიანად წაიკითხონ ეს სტატია.

დავიწყოთ ხოსემარია გუტიერესით (გუტი) ყველას გახსოვთ 2010 წლის 11 აპრილი. ამ დღეს საფეხბურთო სამყაროს ‘’მადრიდის რეალმა’’ და კატალონიურმა ‘’ბარსელონამ’’ კიდევ ერთი საფეხბურთო სპექტაკლი დადგეს. ახლა შეიძლება ვინმემ იფიქროს რა შუაშია საფეხბურთო სპექტაკლიო. შუაში კიარა თავშია ამ მატჩის დაწყებამდე გუტიმ ასეთი განცხადება გააკეთა: ეს ჩემთვის ბოლო ‘’ელ კლასიკოა’’ ამ სეზონის დასრულებისთანავე ვაპირებ კლუბის დატოვებას. ეს ჩემი საბოლოო გადაწყვეტილებაა რომლის შეცვლასაც არ ვაპირებ. დიდი მადლობა, თითოეულ მადრიდისტას იმისათვის, რომ მათ ასე ძალიან ვუყვარვარ, მოსწონთ ჩემი თამაშის სტილი, მაფასებენ და საერთოდაც იმის გამო, რომ მათ უყვართ მადრიდის რეალი!!! რაც არ უნდა მოხდეს მომავალში მე 2010–2011 წლების სეზონში მადრიდის რეალის ფეხბურთელი აღარ ვიქნები.

ახლა კი რაც შეეხება რაულ გონსალეს ბლანკოსს. სანამ 2009–2010 წლების სეზონი დაიწყებოდა მანამდე ‘’ელ კაპიტანომ’’ ასეთი რამ განაცხადა:

''ვხვდები, რომ წლები მომემატა და ისევ ისე აღარ შემიძლია თამაში, შეიძლება კლუბისთვის ვიყო საჭირო მაგრამ მე ვხვდები, რომ არ ვარ კარგ ფორმაში გზა ახალგაზრდებს მინდა დავუთმო, თუ მწვრთნელი ჩათვლის საჭიროდ, რომ მე უნდა ვითამაშო ვითამაშებ ისევ ისე როგორც ადრე თუმცა პირობას ვერ დავდებ, რომ ყოველ თამაშზე მოვუმატებ თამაშის ხარისხს.ასეთ თამაშს მირჩევნია ახალგაზრდებმა ითამაშონ. ''

ახლა კი შემოგთავაზებთ მის კომენტარს ივნისის თვეში.

''ვფიქრობ, რომ ჩემი კარიერა უკვე დასასრულს უახლოვდება. მინდა კლუბი დავტოვო თავაწეულმა მინდა ვიცოდე, რომ მე აქ ყველას ვუყვარვარ და ყველა მაფასებს და არა ისე, რომ მე გამაგდონ კლუბიდან. მე ჩემს გადაწყვეტილებას მივიღებ ივლისის შუა რიცხვებში და პრესკონფერენციაზეც ვისაუბრებ ამ თემასთან დაკავშირებით...''

ახლა კი გავეცნოთ კომენტარს რომელიც რაულმა სულ რამოდენიმე დღის წინ გააკეთა:

''მე ვისაუბრე ჟოზე მოურინიოსთან მან მითხრა, რომ მე მისი კლუბისთვის საჭირო ფეხბურთელი ვარ და შევძლებ თამაშს მისი მწვრთნელობის დროს. მას არ უნდა, რომ მე წავიდე კლუბიდან. ''

მაშ ასე მეგობრებო, ძალიან ბევრი ფიქრობდა, რომ რაულის და გუტის წასვლა ჟოზე მოურინიოს ქმედებიდან და საუბრიდან გამომდინარეობდა. თუმცა ეს ასე არ არის როგორც ნახეთ.

სტატია მომზადებულია ჩემს მიერ კომენტარებში რაც წერია ყველაფერი სიმართლეზეა დაფუძნებული. ასე, რომ ძვირფასო HalaMadrid.Ge_ს წევრებო სანერვიულო არაფერია. დონ ჟოზე არ არის ამ გაურკვევლობაში არანაირად დამნაშავე. გუტიმ გადაწყვეტილება 11 აპრილამდე მიიღო, ხოლო რაული კი კლუბში რჩება და ძალიან გთხოვთ ამის გამო ნუ ინერვიულებთ ნუ აყვებით ისეთი საიტის ცრუ ინფორმაციას როგორიც არის Goal.Com_ი.

პატივისცემით: RealMadridFan dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (19)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)