ანჩელოტი:„ფეხბურთელებთან სასაყვედურო არაფერი მაქვს“

კარლო ანჩელოტიმ „კადისთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„უმძიმესი მატჩი გამოდგა. „კადისის“ ნახევარზე ვიყავით, მაგრამ დასკვნით ფაზაში თამაში სერიოზული პრობლემა იყო. მეტოქე 11 ფეხბურთელით იცავდა თავს, რაც სივრცეების პოვნაში ხელს გვიშლიდა. მატჩის შემდეგ ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ სასაყვედურო არაფერი მაქვს, ვინაიდან ისინი ბოლომდე იბრძოდნენ და რამდენიმე რეალური მომენტიც შექმნეს. სიმშვიდის შენარჩუნება და მომდევნო მატჩზე ფიქრი გვმართებს. ქულების დაკარგვა აღარ გვეპატიება.“

„აზარს უჩვეულო პოზიციაზე თამაში გაუჭირდა, თუმცა მეორე ტაიმში გაცილებით უკეთესი იყო. სეზონის მეორე ნახევარში ბელგიელის როლი შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს, ის მშვენივრად კომბინირებს ბენზემასთან.“

„კაზემიროს ყვითელი სამართლიანია, ვერაფერს ვიტყვით. სამწუხაროა, რომ ბრაზილიელი მომდევნო მატჩში გუნდის დახმარებას ვერ შეძლებს, თუმცა ეს მომენტი ადრე თუ გვიან აუცილებლად დადგებოდა.“

„„სევილია“ უმთავრესი კონკურენტია, მაგრამ ცხრილში არიან გუნდები, რომლებიც ახლა ჩვენს მეტოქედ არ აღიქმებიან, თუმცა ვითარება შეიცვლება. ჩემპიონობისთვის ბრძოლას კიდევ რამდენიმე კლუბი დაუბრუნდება.“

„ყველაზე მნიშვნელოვანი ჯანმრთელობაა. ჩემს ფეხბურთელებს მოედანზე დროულად დაბრუნებას ვუსურვებ. „რეალში“ ამ მხრივ პრობლემებია, თუმცა მალე ყველაფერი გამოსწორდება.“ dle 10.1

  • Hala
  • 20 დეკემბერი 2021
  • 1990
  • 2

1

20 დეკემბერი 2021 11:56

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 971
ფედეს მოხსნა იყო შეცდომა. ვინის დაყენება იყო შეცდომა, თუ მეორე ტაიმში არ შეცვლიდა მითუმეტეს.. თავიდანვე 4-4-2 უნდა გვეთამაშა. იოვიჩი-ბენზემა. ვინის ეთამაშებოდა მინიმუმ ორი პერსონალური მეურვე პლიუს ამ ორის სამი დამზღვევი. როცა ანტიფეხბურთს გეთამაშებიან, ფეხბურთელები არ უნდა გაიყვანო. უკვე მერამდენენ 0-0ია სეზონში..

2

21 დეკემბერი 2021 10:47

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 436
ანჩელოტი ზუსტად იმეორებს 2014-2015 სეზონის შეცდომებს, მაშინაც როტაციის არქონის გამო გადაწვა ის სასწაული გუნდი, როტაციის ფეხბურთელებს უფრო ექნებოდათ მოტივაცია ამათ ეტყობოდათ რომ კადისს ეთამაშებოდნენ და სირბილიც ეზარებოდათ

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (58)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)