კურტუა:„„კადისი“ თავს შესანიშნავად იცავდა“

ტიბო კურტუამ „კადისთან“ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა...


„მძიმე მატჩი გამოდგა, მეტოქე თავს შესანიშნავად იცავდა და მხოლოდ დაცვაში თამაშზე ფიქრობდა. ასეთი დაპირისპირებების მოგება ყოველთვის ძალიან რთულია. მახსენდება რამდენიმე მომენტი, როდესაც მოვლენები მსგავსი სცენარით განვითარდა. ასეთი გუნდების წინააღმდეგ გოლის გატანა ურთულესია, ამიტომ მეტი მუშაობა გვმართებს.“

„ბალანსი დადებითია, თუმცა ძალიან სამწუხაროა, რომ ქულები დავკარგეთ. ჩვენ მოგებების შესანიშნავი სერია გვქონდა, თუმცა საშინაო არენაზე ვერ გავიმარჯვეთ. კარგია, რომ 1 ქულა მაინც ჩავიწერეთ აქტივში. ვნახოთ, რა მოხდება ოთხშაბათის მატჩში.“

„პირად დონეზე კმაყოფილი ვარ. უკვე მერამდენე მატჩია საკუთარი კარის მშრალად შენახვას ვახერხებ, თანაც მაღალი დონის მოწინააღმდეგეებთან. ვფიქრობ, მომატება კიდევ შემიძლია. მიხარია, რომ გუნდს წარმატების მიღწევაში ვეხმარები.“ dle 10.1

  • Hala
  • 20 დეკემბერი 2021
  • 645
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (67)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)