ჩავი:„„ბარსას“ მიზანი არა „რეალთან“ კონკურენცია, არამედ მაქსიმალური შედეგია“

ჩავი ერნანდესმა „ელჩესთან“ გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტეთან ისაუბრა და კარლო ანჩელოტის განცხადებასაც გამოეხმაურა...


„ანჩელოტი დიდი სპეციალისტია, მისი გუნდი პირველ ადგილზე იმყოფება და საჩემპიონო შანსები აქვს. თუ იტალიელი თვლის, რომ მე მისი კონკურენტი არ ვარ, პასუხად მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ „ბარსელონას“ მაქსიმალურ შედეგზე ვფიქრობ.“

„ბოლო წლებში ტაქტიკური ასპექტები გაქრა, რაც გუნდისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. ჩვენ აღმშენებლობის გზას ვადგავართ და ამისთვის დიდი სამუშაოების ჩატარება გვმართებს.“

„არ ვუყურებ სხვა გუნდებს და ვცდილობთ, კონცენტრაცია მხოლოდ საკუთარ პროგრესზე მოვახდინოთ. საკმაოდ გადატვირთული კალენდარი გვაქვს და ფეხბურთელებს დასვენების საშუალება არ ეძლევათ, რაც დამატებითი პრობლემაა.“

„გავი, დე იონგი და სხვა ახალგაზრდები მუდმივ რეჟიმში ცდილობენ კლუბის დახმარებას. ჩვენ ახალი ტაქტიკური მონახაზების დახვეწვაზე ვართ გადართულები და გვჯერა, რომ სივრცეების გათავისუფლებას მეტოქეებთან ბრძოლაში წარმატების მოტანა შეუძლია.“

„„ელჩე“? სანამ მეორე გოლს გავუშვებდით, ყველაფერი იდეალურად ვითარდებოდა, თუმცა შეცდომებმა სიტუაცია დაძაბა.“ dle 10.1

  • Hala
  • 19 დეკემბერი 2021
  • 6928
  • 2

1

19 დეკემბერი 2021 15:02

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1876
შენთვის ყველაზე მაგარი შედეგი იქნება 4ელში რომ შეხვიდე

2

19 დეკემბერი 2021 17:07

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
არა კი არა ვერა

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (78)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)