ანჩელოტი:„შემიძლია ძალიან კარგი ინფორმაცია გაცნობოთ“

კარლო ანჩელოტიმ „კადისთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა და გუნდში არსებული ვითარება მიმოიხილა...


„„კადისის“ სახით რთული მეტოქე გვყავს. სატურნირო ცხრილში მოცემული სიტუაცია რეალობას არ ასახავს. ზუსტად ვიცი, რომ მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელები კარგად იასპარეზებენ.“

„შემიძლია კარგი ინფორმაცია გაცნობოთ, კარიმ ბენზემამ გუნდთან ერთად ივარჯიშა და „კადისთან“ მატჩისთვის მზად არის. ვნახოთ, რამდენ ხანს დაჰყოფს ფრანგი ფორვარდი მოედანზე. მთავარი ისაა, რომ გუნდის ლიდერს პრობლემები არ აქვს.“

„სამეფო თასი? მატჩები საკმაოდ გვიან ჩაინიშნა. ზოგიერთ იტალიელს ღამის 9 საათზე სძინავს. მე არ ვაწესებ განრიგს, თუმცა გამიკვირდა, როდესაც სათამაშო საათებს გავეცანი.“

„აზარი „კადისთან“ მატჩს სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს. ბელგიელს შანსს მივცემ არა იმიტომ, რომ რესურსი არ მაქვს, არამედ იმიტომ, რომ კარგად ივარჯიშა და მოედანზე გასვლა დაიმსახურა.“

„ედენი მენტალურად არ შეცვლილა. ფეხბურთელმა ტრავმების დამარცხება შეძლო, ახლა კი კარგ ფიზიკურ კონდიციაში იმყოფება. მჯერა, რომ კარგად ითამაშებს. ბელგიელი ფეხბურთელი მარჯვენა ფრთაზე თამაშს შეჩვეული არ იყო, მისი კონკურენტები კი როდრიგოსა და ასენსიოს სახით შესანიშნავ ფორმაში იყვნენ. ახლა „7“-იანის დროა და ვნახოთ, რა გამოვა.“

„ვირუსი ძალიან ბევრ ფეხბურთელს მოედო, ასევე ინციფირებულია ჩემი შვილი, თუმცა დავიდეს არანაირი სიმპტომი არ აქვს. ასევე უარყოფითი პასუხი აჩვენა ოჯახის წევრების ტესტმაც. ჩვენ უნდა ვისწავლობ ამ ინფექციასთან ერთად ცხოვრება, სხვა გზას ვერ ვხედავ.“

„მოდრიჩს სიცხე ჰქონდა, მისი პირველი პასუხი კოვიდ 19-ზე პოზიტიური იყო, ხოლო შემდეგ ვითარება შეიცვალა და უარყოფითი პასუხი მივიღეთ. არ ვიცი, რას გაითვალისწინებს ლა ლიგა და ხელმძღვანელობა. ჩვენ იძულებულები ვართ, ის გავაკეთოთ, რაც რეგლამენტშია დაწერილი. ვიმედოვნებ, ის სესიებს დაგეგმილზე ადრე დაუბრუნდება.“

„ხანდახან იღბალიც ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან გამიხარდება, თუ „კადისთან“ გაგვიმართლებს და ყველაფერი ისე დასრულდება, როგორც ჩვენ გვსურს.“

„დაცვაში თამაში პირველივე ტურებიდან გავაუმჯობესეთ. ბიჭების თამაშით უკანა რგოლში კმაყოფილი ვარ და ვთვლი, რომ მომატება კიდევ შესაძლებელია.“

„„ბარსელონა“ ჩვენი პირდაპირი მეტოქე არ არის, რადგან ბევრს გუნდს ჩამორჩება, თუმცა ამ გუნდს აქვს იმის რესურსი, რომ ვითარება შეცვალოს და ჩემპიონობისთვის ბრძოლას დაუბრუნდეს.“

„როტაცია აუცილებელია, მაგრამ არა ყოველთვის. ხშირად არ უნდა შეცვალო ის, რაც წარმატებით გამოგდის. ვფიქრობ, იდეალური თერთმეტეული ნაპოვნი მყავს, მაგრამ ფეხბურთში არსებული გამოწვევების ფონზე მუდმივად ერთ შემადგენლობას რა თქმა უნდა, ვერ გამოვიყენებ.“

dle 10.1

  • Hala
  • 18 დეკემბერი 2021
  • 2168
  • 1

1

18 დეკემბერი 2021 16:59

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
კარგი ხარ კარლო.
ერათი პსჟ გავაგდოთ და ეგ არის.
აი თუ პსჟ გავდცდებით უეჭველი ფინალს ვითაშებთ.
ყველზე ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენ რომ ზიზუ რომ დაინიშნოს პსჟ მწრთვნელად
აი არ ვიცი მაშინ რა მოხდება

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (78)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)