„რეალმა“ „კადისთან“ მატჩისთვის მზადება დაასრულა

კარლო ანჩელოტიმ „კადისთან“ დაპირისპირებისთვის მზადება დაასრულა...


სამეფო კლუბი ლა ლიგის მომდევნო ტურისთვის მზად არის. მართალია კლუბში რესურსის მხრივ პრობლემებია, მაგრამ ანჩელოტიმ დამხმარე ძალად რამდენიმე კასტილიელი გამოიყენა.

სასიხარულოა, რომ გუნდთან ერთად არის კარიმ ბენზემა და ის დიდი ალბათობით ის „კადისის“ წინააღმდეგ განაცხადში მოხვდება.

კარვახალს კუნთის პრობლემა აქვს, ამიტომ მომდევნო ტურში მისი მონაწილეობა მიზანშეწონილი არ არის. ასევე პრობლემა აქვს ისკოსაც, რომელიც გაციებულია და კოვიდ19-ის ეჭვის გამო იზოლირებული გახლავთ.

ბოლომდე მზად არ არის მარიანო დიასიც.

გუნდთან ერთად ივარჯიშა დანი სებალიოსმა. ესპანელმა ფეხბურთელმა მთავარი მწვრთნელის დავალებები მიიღო.

იტალიელმა სპეციალისტმა სესიაზე დიდი ყურადღება დაუთმო ბურთის ფლობას, პრესინგს, ტექნიკურ მონახაზებსა და მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს.

შეგახსენებათ, „ბლანკოსისა“ და „კადისის“ დაპირისპირება სტარტს 19 დეკემბერს, 23:55 საათზე აიღებს. dle 10.1

  • Hala
  • 18 დეკემბერი 2021
  • 497
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (78)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)