მაკმანამანი: „„რეალი“ შესანიშნავად ასპარეზობს, თუმცა...“

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა და „ლივერპულის“ ლეგენდა სტივ მაკმანამანმა, HorseRacing-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, სამეფო კლუბთან დაკავშირებითაც ისაუბრა.


„ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგიდ გამარჯვებული გახდება მიუნხენის „ბაიერნი,“ ან რომელიმე ინგლისური გუნდი. იმის გათვალისწინებით, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მადრიდელებმა მხოლოდ დავიდ ალაბა დაიმატეს, დიდებულად ასპარეზობენ. კარიმ ბენზემა ბრწყინვალედ ბურთაობს და პარალელურად, შარშანდელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა თამაში ვინისიუსმა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ლა ლიგის მიმდინარრე გათამაშება ყველაზე სუსტია. „ატლეტიკომ“ უკანასკნელ ტურში მოიპოვა 1/8 ფინალის საგზური, ხოლო „ბარსელონა“ საერთოდ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მიღმა დარჩა. კაზემიროს, კროოსისა და მოდრიჩის გამოცდილებით, რომელსაც ავსტრიელი მცველის შესაძლებლობებიც ემატება, „ბლანკოსს“ შეუძლია წარმატების მიღწევა პრიმერა დივიზიონში. რაც შეეხება „უეფას,“ ალბათ, ყველას გახსოვთ, რა შეემთხვათ წინა სეზონში „ჩელსისთან" ნახევარფინალურ სტადიაზე.“

„„რეალს“ აქვს რესურსი, რომ ნაყოფიერად იმუშავოს სატრანსფერო ფანჯარაზე. თუ მბაპე ესპანეთის დედაქალაქში გადაბარგდება, ეს უფრო მიმზიველი იქნება სხვა მოთამაშეებისათვისაც. ვგონებ, არც რონალდუს დაბრუნება ჩანს არარეალურად. მას კიდევ 1 წელი დარჩა „მანჩესტერში“ და შემდეგ ვნახოთ რა მოხდება.“

„ჩემი აზრით, ლევანდოვდკის წამოსვლა გერმანული გრანდიდან ყოველთვის შეუძლებლად გამოიყურებოდა. სავარაუდოდ, პოლონელს წლების უკან მეტად ესიამოვნებოდა „სანტიაგო ბერნებეუს“ პუბლიკის წინაშე გამოსვლა, მაგრამ ის „რეკორდმაისტერის“ წევრია, სადაც ძალიან აფასებენ.“

AS dle 10.1


1

17 დეკემბერი 2021 21:39

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1814
liverpuli moigebs klpis yvitel kbilebs. chelsi didi mtxlea agar arian egeni gundurebi sitim 98 wuti agoraos burti da gvardiola gaichyipeba wylis smit bolos. im simaxinjeze arapers vityvi. ragnikis kvercxebze baierni. ertaderti gundi sheizleba moigos kidec reali. es realia da morcha tan rogor adarebs wina sezonis gunds exla saocaria yvela

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)