მარსელო - უთამაშებლობას პლიუს უიღბლობა

გუნდის კაპიტანი უფერულად ასრულებს მადრიდულ კარიერას.


მიმდინარე სეზონში ბრაზილიელი ფეხბურთელისათვის არცთუ ისე სახარბიელოდ ვითარდება მოვლენები. უთამაშებლობას ახლა უკვე უიღბლობაც დაემატა. კორონავირუსით ინფიცირების გამო, განაპირა მცველი 2021 წელს დარჩენილ ორივე დაპირისპირებას გამოტოვებს. მართალია, კარლო ანჩელოტი დიდ ნდობას უცხადებს ფერლან მენდის, რომელიც სრულად დაეპატრონა მარცხენა ფრთას, თუმცა ივარაუდებოდა, რომ „კადისის“ წინააღმდეგ, იტალიელი ფრანგის დასვენებას გეგმავდა.

არსებულ მომენტამდე, მარსელო მხოლოდ 5 შეხვედრაში მონაწილეობას მოითვლის. მან საერთო ჯამში 140 წუთი გაატარა მოედანზე და მხოლოდ ერთხელ დაიწყო სასტარტო შემადგენლობიდან („ელჩეს“). კარლოსის მემკვიდრეს არა ერთი პაექრობის გამოტოვება ტრავმის დამსახურებით მოუხდა, მაგრამ ფაქტია, რომ ერთ დროს უკონკურენტო მოთამაშე, ფერლანის ჩრდილში მოექცა.

სახმრეთ ამერიკელს 2022 წლის 30 ივნისს ეწურება ესპანეთის დედაქალაქში ყოფნის ვადა. „რეალი“ მზად არის მარსელოს 16 წლიან მადრიდისტებოს წერტილი დაუსვას და შესაბამისად, არ აპირებს ახალი კონტრაქტის შეთავაზებას. ამის ერთ-ერთი მიზანია ის ანაზღაურება, რომელსაც ლეგენდა წლიურად 16 მლნ. ევროს ოდენობით იღებს. მის მიმართ დიდ ინტერესს გამოხატავენ მშობლიური კლუბები.

მარსელო „ბლანკოსის“ ისტორიაში უცხოეულ ფეხბურთელებს შორის მე-2 ადგილზეა ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით (533 პაექრობა). ეს უკანასკნელი მხოლოდ კარიმ ბენზმას ჩამორჩება. მისი მონაგარი კი ნამდვილად შთამბეჭდავია: 5 ლა ლიგა, 4 ჩემპიონთა ლიგა, 3 „კოპა დელ რეი,“ 4 ესპანეთის სუპერ თასი, 3 ევროპის სუპერ თასი და 4 მსოფლიო საკლუბო მუნდიალი.

ალბათ, კლუბის ყველა ქომაგისათვის საკმაოდ მტკივნეულია მარსელოს ხილვა თამაშგარეშე. ის ინჩადის ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშეა.

AS dle 10.1


1

17 დეკემბერი 2021 20:20

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1706
ეჰ მარსე რონის მერე ვაფშე მოირყა თითქოსდა სტიმული დაკარგა

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)