„კოპა დელ რეი“ - „რეალს“ რევანშის შანსი მიეცა

როგორც იცით, შარშანდელის მსგავსად, „კოპა დელ რეის“ 1/16 ფინალში, „რეალისა“ და „ალკოიანოს“ გზები გადაიკვეთა.


ვალენსიელები იმედოვნებენ, რომ კვლავ მოახერხებენ წარმატებულ ასპარეზობას მადრიდული გიგანტის წინააღმდეგ. წინა სეზონში, მათ სოლბესისა და ხუანანის გოლების წყალობით, 2-1 დაამარცხეს „თეთრები,“ თუმცა აღნიშნულის მომსწრენი ადგილობრივი გულშემატკივრები ვერ გახდნენ, ვინაიდან პანდემიიდან გამოწვეული შეზღუდვების გამო, შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა.

აღნიშნულისგან განსხვავებით, მომდევნო პაექრობას, რომელიც 4-6 იანვარს შედგება, ქომაგები დაესწრებიან. „El Collao“ საერთო ჯამში 4000 ადამიანზეა გათვლილი, მაგრამ ჩარევის შედეგად, სრულიად შესაძლებელია რაოდენობის გაზრდა.

ბოლო პერიოდის განმავლობაში, „ალკოიანოში“ არა ერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა. შემადგენლობაში ჯერ კიდევ რჩება 42 წლის კარის დარაჯი ხოსე ხუანი და „ბლანკოსთან“ გამარჯვების გოლის ავტორი ხუანანი.

ანჩელოტის გუნდს შანსი მიეცა, რევანში აიღოს ქვედალიგელი კოლექტივის წინააღმდეგ.

AS dle 10.1


1

17 დეკემბერი 2021 18:21

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 748
კოპა დელ რეიც უნდა მოვიგოთ

2

17 დეკემბერი 2021 20:46

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1340
ციტატა: Hala madrid1902
კოპა დელ რეიც უნდა მოვიგოთ

კი დროა უკვე

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (19)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)