რა მოხდა კროოსის პრეზენტაციაზე?

Einfach mal Luppen - ასე ჰქვია პოდკასტს, რომელსაც ტონი და ფელიქს კროოსები უძღვებიან. ისინი პერიოდულად ჩნდებიან პირდაპირ ეთერში და გულშემატკივრებს არა ერთ საინტერესო თემაზე ესაუბრებიან.


ბოლო გადაცემაში, ნახევარმცველის ძმამ, „რეალში“ მის პრეზენტაციასთან დაკავშირებული ამბავი გაიხსენა: „ჩვენ არდადეგებს ვატარებდით მალიორკაში და შემდეგ პრეზენტაციისათვის ჩავფრინდით მადრიდში. ტონი აეროპორტიდან სამედიცინო შემოწმებაზე წაიყვანეს, ხოლო მე მრჩევლებთან ერთად სტადიონისკენ გავეშურე. რამდენიმე საათში პრეზიდენტმა VIP სივრცეში ვახშამზე გვიმასპინძლა. მსგავსი რაღაცები ყოველდღიურად ნამდვილად არ ხდება.“

„კონტრაქტზე ხელის მოწერისთანავე, ტონი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ უნდა გასულიყო, სადაც 20 ათასამდე გულშემატკივარი ელოდებოდა. თავდაპირველად, შეიქმნა მოსაცმელის პრობლემა, და მას სხვისი ტანსაცმლის მორგება მოუწია, რომელიც ზომაში განსხვავდებოდა, ხოლო შემდეგ, გადავაწყდით ბუცებთან დაკავშირებულ საკითხს. „ადიდასმა“ ფეხბურთელს თეთრის ნაცვლად, ცისფერი ფეხსაცმელი დაახვედრა. სამწუხაროდ, მათ ვერაფერი მოახერხეს და შესაბამისად, ტონიც ამგვარად წარსდგა ქომაგების წინაშე.“

რა მოხდა კროოსის პრეზენტაციაზე?


ბუცებთან დამოკიდებულებაზე, კროოსს არა ერთხელ აღუნიშნავს წარსულში: „ვიცი, შეიძლება ბევრმა გიჟად ჩამთვალოს, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თეთრი ბუცების ტარება. ფსიქოლოგიური პრობლემები არ მაქვს, უბრალოდ, როდესაც სხვა ფერის ბუცები მაცვია, თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობ.“

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)