ანჩელოტი: „ის ითამაშებს „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ“

მადრიდული დერბის წინ, კარლო ანჩელოტიმ პრესკონფერენცია გამართა.


„მოგების შემთხვევაში 3-ით მეტი ქულა გვექნება. ვფიქრობ, ჩვენი მეტოქე მატჩის უკანასკნელ წუთამდე უშეღავათოდ იბრძოლებს. ეს იქნება რიგითი პაექრობა და არ მინდა დამატებითი სტატუსი მივანიჭო მას. ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, „რეალი“ თავდაჯერებულია. ვიმედოვნებ, ხვალაც საკუთარ ფეხბურთს მოვახვევთ თავს მოწინააღმდეგეს და პოზტიურ შედეგებს დავაფიქსირებთ.“

„რა თქმა უნდა, მადრიდულ დერბის თან ახლავს ემოციური ნაწილიც. ჩვენ პირდაპირი კონკურენტის და დიდებული გუნდის წინააღმდეგ მოგვიწევს ბურთაობა. ვგონებ, ეს დამატებით ზეწოლას მოახდენს ორივე კლუბზე. მსგავსი ტიპის ჯახები ძალიან უყვართ ქომაგებს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სატურნირო ცხრილში პოზიციები გავიმყაროთ და ამასთანავე, სიხარული მივანიჭოთ გულშემატკივრებს.“

„მომდევნო თამაში საკმაოდ რთული იქნება, ვინაიდან ერთმანეთის წინაშე წარსდგებიან იდენტური მიზნის მქონე კოლექტივები. „ატლეტიკო“ სოლიდურად გამოიყურება, როგორც ინდივიდუალურ, ასევე გუნდურ დონეზე. ჩვენი ამოცანაა ისეთი სტრატეგიის დასახვა, რომელიც გამარჯვებას მოგვაპოვებინებს.“

„ბენზემა სრული დატვირთვით იმუშავა დღეს და თანაქელებთან შეხვედრას მზადყოფნაში ხვდება. პრაქტიკულად, სებალიოსის გარდა ყველა მოთამაშე მწყობრში გვყავს. მინდა მადლობა გადავუხადო სამედიცინო შტაბს. მათი ძალისხმევა საკმაოდ დიდია ამაში.“

„ბეილი კარგად გრძნობს თავს და შესაბამისად, მატჩის განაცხადშიც შევა. ვერ გეტყვით, იასპარეზებს თუ არა პირველი წუთებიდან უელსელი. ის საკმაოდ მოტივირებულია.“

RealMadrid.Com dle 10.1


1

11 დეკემბერი 2021 16:55

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1856
ვაა ბენზო მოიხოდა სასიხარულოა, სავარაუდოდ იოვიჩსაც ათამაშებს და ბენზემასაც თუ დასჭირდა, რაც შეეხება ბეილს რავიცი... აზარს და ბეილს ვეღარ ვენდობი მე რაღაცნაირად... ახალგაზრდები მაინც იყვნენ...

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (242)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)