ანჩელოტი: „მათ შორის დიდი მეტოქეობა სუფევს“

მადრიდის „რეალის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა კარლო ანჩელოტისთან ჩაწერილი ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც იტალიელი სპეციალისტი მოახლოვებულ დერბიზე საუბრობს.


„ვფიქრობ, მეტად კონკურენტუნარიანი პაექრობა გველოდება წინ. ასეთი მეტოქის წინააღმდეგ დიდი ყურადღება ექცევა ისეთ ასპექტებს, როგორებიცაა: ორთაბრძოლები, სტანდარტული მდგომარეობები, ღია სივრცეები და ა.შ. „ატლეტიკო“ საკმაოდ კარგად იცავს თავს და ნაყოფიერად მოქმედებს კონტრ-შტევების დროს. შესაბამისად, რაც შეიძლება მომზადებულნი უნდა შევხდეთ მომავალ დაპირისპირებას.“

„ჩვენ ვაკვირდებით ბენზემას მდგომარეობას. შეხვედრამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. როგორც დანარჩენი მოთამაშეები, კაზემიროც მწყობრშია. დღევანდელ სესიაზე რამდენიმე ფეხბურთელმა იგრძნო დაღლა, რაც ჩვენი გრაფიკიდან გამომდინარე ნორმალურია. ხვალ მძლავრ ტაქტიკურ სავარჯიშოებზე გადავალთ, ხოლო მატჩის წინა დღეს მსუბუქად გავისარჯებით.“

„„რეალისა“ და „ატლეტიკოს“ ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს შორის დიდი მეტოქეობა სუფევს. ორივე კლუბს გამარჯვების მოპოვება სწყურია.“

„რა თქმა უნდა, ხარისხიც საჭიროა და თავდადებაც. ამასთანავე, მნიშვნელოვანია მოტივაციისა და სიმშვიდის არსებობაც. მსგავსი ტიპის ჯახები მაღალ დონეზე ყოფნას მოითხოვს. ჩვენ გვმართებს კრეატიულობა, რათა პრობლემები შევუქმნათ მეტოქეს, რომელიც როგორც უკვე ვთქვი, საიმედოდ ასპარეზობს დაცვითი ფუნქციების შესრულების კომპონენტში.“

„ყველაზე მნიშვნელოვანია კვალიფიციური შეგირდების ყოლა, შემდეგ უკვე ჩემი ვალდებულებაა მათთვის მუხტის მიცემა და სათამაშო სტილის მორგება, რათა კომფორტულად იგრძნონ თავი მოედანზე და ახლა ასეც ხდება. ვფიქრობ, ხარისხისა და თავგანწირვის გარეშე რთულია შედეგის დადება.“

„კურტუამ და მილიტაომ დიდებულად ითამაშეს „სევილიას“ წინააღმდეგ. მენდი და ალაბაც თანმიმდევრულები იყვნენ. კარის მშრალად შენახვაში მხოლოდ უკანა ხაზის დამსახურება არ არის. მაგალითად, ვინი და როდრიგი დიდ სამუშაოს ასრულებენ მაშინაც, როდესაც ბურთის გარეშე არიან. ეს ყველაფერი კი გუნდს ძალიან ეხმარება.“ dle 10.1


1

9 დეკემბერი 2021 19:47

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1825
კარგი ხარ კარლო მარა ეს დედა არღნიანი თავის დროზე შეცვალე ხალხი რა მოხდება.გუნდი როცა იგებს ეგრევე ძირითადი 3 კაცი ყოველ თამაშში შეცვალე
-----------------------
Decimotercero

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (232)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)